
გარდაცვლილების აშშ-ში გადასვენების ხარჯების დაფარვა პროცედურულად საელჩოს მოვალეობა არ არის, შეიძლება, ამის გაკეთება დარღვევაც იყოს. ეს არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანაში ასეა - ამის შესახებ Allnews.ge-ს აშშ-ის საელჩოში ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის ცხედრების აშშ-ში გადასვენების საკითხის კომენტირებისას განუცხადეს.
როგორც საელჩოში განმარტავენ, საკონსულო ოჯახს ტექნიკურ დახმარებას უწევს, თუმცა აშშ-ის პოლიტიკის მიხედვით, მათი ცხედრების გადასვენების პროცედურის დაფინანსება არ ხდება.
"ეს პროცედურულად ჩვენი მოვალეობა არ არის და მათი გადასვენების დაფინანსება ამიტომ არ ხდება. არ ვიცი, შეიძლება, ამის გაკეთება დარღვევაც კი იყოს. ეს არის საერთაშორისო პოლიტიკა. საელჩო-საკონსულო ოჯახს დახმარებას უწევს. კერძოდ, ეხმარება კონტაქტებში, ორგანიზაციულ საკითხებში, თუმცა დაფინანსებით არ აფინანსებს, ნებისმიერ ქვეყანაში ამერიკას ასეთი პოლიტიკა აქვს" - განაცხადეს საელჩოში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რაც შეეხება სმიტების ოჯახის წევრების დაკრძალვის თარიღსა და ადგილმდებარეობას, აშშ-ის საელჩოში ინფორმაციას არც ამის შესახებ ფლობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ საგამოძიებო პროცედურებიდან გამომდინარე, დაკრძალვა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.
"ახლა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შესაბამისად, მოლოდინიც არ გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. ჩვენ გადავეცით ოჯახს მედიის ინტერესი და თუ რიამე ეცოდინებათ, თვითონ შეგვატყობინებენ", - განმარტეს აშშ-ის საელჩოში.
აღსანიშნავია, რომ სმიტების ოჯახის სამი წევრის ცხედარი ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, ექსპერტიზაზეა.
ამასთან, სმიტების ოჯახის მეგობრებმა უკვე დაიწყეს კამპანია, რათა ოჯახს გადასვენებისთვის საჭირო თანხა შეუგროვონ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 32 %-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც მძღოლებს დამატებით ერთთვიანი ვადა მიეცათ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა ჟურნალისტებს, ტექდათვალიერების 2 თვიან შედეგებზე საუბრისას განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაბამის ცენტრებს 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა მიმართა.
გარდა ამისა, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში დამატებითი ცენტრების შექმნის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.
"დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 30-32%-მა ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება და მათ მიეცათ ერთთვიანი ვადა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა მიმდინარეობს. 1-ელი ივლისიდან ამ ჯგუფს ახალი კატეგორიები დაემატება. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დამატებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება კვოტების მიხედვით. ველოდებით, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგები გვექნება", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(9)
მარნეული გახდება მარსეულიიიი
მარსზე და მთვარეზე კი არა ჩემს სოფელში მოგაყვანინებთ თქვენი არასოწრი .... ...