
მეტროსადგურ "უნივერსიტეტში" სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად, სპეციალისტების მიერ მერტოსადგურის სრულად ტესტირება მიმდინარეობს, რათა უახლოეს მომავალში ექსპლუატაციაში შევიდეს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.
ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მეტროსადგური ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, ოქტომბერში შევა, -
"სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მთელი სისტემა მწყობრში მოვიდეს, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, სავარაუდო ვადა ოქტომბრის დასაწყისია," - აღნიშნავენ ფონდში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პირველი კადრები მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან"
ახალი მეტროსადგურის მშენებლობას "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს და მისი ღირებულება, დაახლოებით 83,000,670 ლარია, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული ესპანური კომპანია აწარმოებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ავტოფარეხზე დაეცა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებული მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.
მოზარდის გადმოვარდნასთან დაკავშირებით მეორე, არაოფიციალური ვერსია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი კომპიუტერულ თამაშებში იყო ჩართული და "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები
(0)