საზოგადოება
09.09.2018 / 09:09
შრიფტის ზომა:

გურამ კაშიას მიმართვა

გურამ კაშიას მიმართვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია ლატვიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადებას ავრცელებს. კაშია გულშემატკივარს მოუწოდებს, ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგონ ეროვნულ ნაკრებს.

"ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვთ, მატჩის მსვლელობისას ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს. დღეს, ლატვიასთან, გამარჯვება ყველას ერთად, მთელს საქართველოს გვჭირდება", - განაცხადა კაშიამ.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ბოდიშს მოიხდის, დღეს ლატვიის საფეხბურთო გუნდთან თამაშის დროს დაგეგმილი პერფორმანსები გაუქმდება, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა კონსტანტინე მორგოშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გურამ კაშია ბოდიშს არ მოიხდის, "ქართული მარშისა" და კიდევ რამდენიმე მოძრაობის წარმომადგენლები სტადიონზე სხვადასხვა სექტორში პერფორმანსებს მოაწყობენ, რაც მათ შორის, შეძახილებშიც გამოიხატება.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ნაკრებს გაუჩნდა რეალური შანსი, დადოს დადებითი შედეგი, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთის ნაკრებთან გაიმარჯვეს, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ გურამ კაშიასთან. ჩვენ ეს შეთავაზება მანამდე რამდენჯერმე გავავრცელეთ და გუშინ ოფიციალურად მივწერეთ, რომ თუ ფეხბურთი ყველასია, მაშინ ამავდროულად, ჩვენიცაა, მათ შორის იმ ხალხისაც, ვისთვისაც გურამ კაშიას ნაბიჯი მიუღებელია. ამიტომ ჩვენ გურამ კაშიას მივმართეთ და ვუთხარით, რომ მას თავის აზრს ჩვენ თავისთავად ცხადია, ვერც შევაცვლევინებთ და ვერ გადავაფიქრებინებთ, თუმცა რომ გამოირიცხოს ის მითქმა-მოთქმა, თითქოს მან ეს პროვიკაციისა და სხვადახვა ანგარებიდან გამომდინარე გააკეთა, მოიხადოს ბოდიში. ბოდიშის მოხდა არავისთვის დამამცირებელი არ არის, შეუძლია, დარჩეს თავის პოზიციაზე, უბრალოდ თქვას, რომ თუ მისმა ნაბიჯმა ვიღაცის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა, ის იხდის ბოდიშს. ჩვენ ამ შემთხვევაში ყველანაირ პერფორმანსს, ყველანაირ აქციებს, რაც მხოლოდ ჩვენი დაგეგმილი არ არის, დაახლოებით 26 ჯგუფია, რომელიც სტადიონზე მისვლას გეგმავს, გავაუქმებთ”,- განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს გაზის და დენის შეზღუდვაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს გაზის და დენის შეზღუდვაა მოსალოდნელი

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამშაბათს, 6 მარტს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთში, დიმიტრი უზნაძის ქუჩის № 2-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

6 მარტს, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, კეკელიძის ქუჩის № 25-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

6 მარტს, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდაზე, ლეონიძის ქუჩის № 7, № 7/2, ინგოროყვას ქუჩის № 1/9, №3, სულხან საბას ქუჩის № 2/7, № 4, № 6-ში მცხოვრებ მოსახლეობას და მიმდებარედ განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 13:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, "თელასის" ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება გლდანის რაიონს. კერძოდ, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, შუშის, წყალსადენის და ლაზოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:10 საათიდან 10:40 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის "ა", I, II, III, IV, V, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის, კონიაკის დასახლების, ახმეტელის, გაგარინის, ილორის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, ქერჩის, სარაჯიშვილის, თიანეთის, შეშელიძის, ტაბიძის, უწერის, ხიზანიშვილის, ზარზმის და ხიზამბარელის ქუჩების მცხოვრებლებს.

17:00 საათიდან 17:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის "ა", I, II, III, IV, V, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის, კონიაკის დასახლების, ახმეტელის, გაგარინის, ილორის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, ქერჩის, სარაჯიშვილის, თიანეთის, შეშელიძის, ტაბიძის, უწერის, ხიზანიშვილის, ზარზმის და ხიზამბარელის ქუჩების მცხოვრებლებს.

3:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონს. კერძოდ ვარკეთილი-3 VIII კვარტლის და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 20:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის რაიონსაც. კერძოდ კოლმეურნეობის მოედნის, ჭანტურიას, ათონელის და ორბელიანის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13 :00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, თუმანიანის და შარდენის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს. კერძოდ, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მისის დასახლების და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჭილაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონს. კერძოდ, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, სამასი არაგველის, ბოდბეს, შავსოფლის, ლუსინიანის, არბოშიკის, ზახაროვის და იალბუზის ქუჩების მცხოვრებლებს.