06 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მდინარეებში წყლის დონის მატება დღეს შუადღემდე გაგრძელდება | Allnews.Ge

მდინარეებში წყლის დონის მატება დღეს შუადღემდე გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით რიონის აუზში, წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის დღე-ღამურ რეჟიმში ფუნქციონირებადი ქსელის მონაცემების თანახმად, 5 მარტის დილის საათებიდან, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით მდინარე რიონის აუზში ადგილი აქვს წყლის დონეების მნიშვნელოვან მატებას, რაც მოსული ძლიერი ნალექითაა გამოწვეული.

წყლის დონეების მატება გაგრძელდება 6 მარტის შუადღემდე.

წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე აწევა მოსალოდნელი არ არის. 6 მარტის დღის მეორე ნახევრიდან, ნალექების ინტენსივობის შესუსტების გამო, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეები ეტაპობრივად დაიწევს", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.