02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ბენეფიციარები გაუსაძლის პირობებში არიან - სახალხო დამცველი ფოტოებს ავრცელებს | Allnews.Ge

სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ბენეფიციარები გაუსაძლის პირობებში არიან - სახალხო დამცველი ფოტოებს ავრცელებს

სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია, - ასე აფასებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას.

სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 5 მარტს ნინო ლომჯარიამ ა. ქაჯაიას სახელობის "სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო" მოინახულა. სახალხო დამცველი უკიდურესად შეშფოთებულია დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტები ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

"გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული შენობები, არასაკმარისი ვენტილაცია, მძაფრი, უსიამოვნო სუნი, დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შესვლისთანავე თვალში გხვდება. ბენეფიციარები იმყოფებიან ისეთ პირობებში, რომელიც შესაძლოა არაადამიანურ მოპყრობას გაუტოლდეს", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო.