
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ოთხშაბათს, 7 მარტს, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, თაყაიშვილის ქუჩის №4, №4ა, ილია ჭავჭავაძის გამზირის №2, №4, №6, №8 და კეკელიძის ქუჩის №-1-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
7 მარტს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე - გ. ძნელაძის, თარხნიშვილის და ნიკოლოზ ბერიძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
7 მარტს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, არტურ ლაისტის და მეგობრობის ქუჩების, ჩოლოყაშვილის ჩიხის და ორთაჭალის ტურფის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
7 მარტს, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის IV მიკრორაიონის №15-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, "თელასის" ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 7 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ისნის და სამგორის რაიონები
01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, იპოლიტოვ-ივანოვის, ზარზმის, წყალსადენის, რომან ჭელიძის, ხევძმარის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, მახვილაძის და თემქის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გიორგი ნიკოლაძის, გულუას და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გია რომელაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის მაცხოვრებლებს.