02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რუსთავში უხვი ნალექის შედეგად შიდა ეზოები და საავტომობილო გზები დაიტბორა | Allnews.Ge

რუსთავში უხვი ნალექის შედეგად შიდა ეზოები და საავტომობილო გზები დაიტბორა

რუსთავში ინტენსიური ნალექის შედეგად რამდენიმე უბანში შიდა ეზოები და საავტომობილო გზები დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად მე-19 მიკრო რაიონისა და მე-17 მიკრო რაიონების გადაკვეთაზე, აღმაშენებლის ქუჩა დაიტბორა.

წვიმის წყალი სავარაუდოდ იმ არხებიდან მოდის, რომლითაც წლების წინ ქალაქის შემოგარენში არსებულ საბაღე მეურნეობის ნაკვეთებს რწყავდნენ, დღეისათვის კი უფუნქციოდაა. უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა გაგარინისა და მშვიდობის ქუჩებზე, სადაც სავალი გზა მთლიანად დაიტბორა და გადადგილების პრობლემა შეიქმნა როგორც ტრანსპორტისათვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისათვის.