01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ | Allnews.Ge

ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ

ოკუპირებული ახალგორი ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დაკავებულმა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი ოკუპირებულ დაბაში იმყოფებოდნენ, თუმცა დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათ დოკუმენტები ჩამოართვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულები თავს კარგად გრძნობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ინფორმაციით, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ.

როგორც საბანაძემ ჟურნალისტებს გუშინ, მცხეთის პოლიციასთან განუხადა, ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"ეს გულისხმობს განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ისინი გადმოყვანილნი არიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მაქსიმალური გაკეთდა შს სამინისტროს და სუს-ის მხრიდან, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, რომ მომხდარიყო მათი აქ გადმოყვანა. დღესაც აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. მათ ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. გამოძიება მიდის, პროცესი გრძელდება და კონკრეტიკისკან თავს შევიკავებ",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.