08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა - "ადგილზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს და მხოლოდ ბაყაყები არიან აქ" | Allnews.Ge

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა - "ადგილზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს და მხოლოდ ბაყაყები არიან აქ"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორატისთვის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებენ. პარტიის წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, მთავრობის დაპირება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით არის მორიგი ტყუილი.

"ორი წლის წინ პრემიერი და ქუთაისის მერი გვიცხადებდნენ, რომ ორ წელიწადში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტს მიიღებდა, დღეს ვხედავთ, რომ ადგილზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს და მხოლოდ ბაყაყები არიან აქ. განათლების სამინისტრომ ამ ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი, წელს კი აკადემიური პროგრამები დაამტკიცა, ალბათ ბაყაყებს უტარებენ ლექცია-ტრენინგებს, ეს არის მთავრობის მორიგი ტყუილი და მხოლოდ საარჩევნოდ პიარისთვის იყენებენ", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს მოსთხოვეს ინფორმაცია რა თანხა იხარჯება ლექტორატზე, თუმცა სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია არ გასცა, რის გამოც პარტია სასამართლოზე მიმართვას აპირებს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა. პროექტის პრეზენტაციას მთავრობის წევრებთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

ქუთაისის მერიამ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს უპასუხა.

ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ზაზა ჩხიკვაძის თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის გაცემულია სპეციალური ნებართვა.

"მათ აქვთ ვადები და ჩემი ინფორმაციით, ინტენსიური სამუშაოები დაიწყება მაისის თვეში. ამ პერიოდისთვის მოსამზადებელი სამუშაოების 40 % შესრულებულია. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე, გაგრძელდება სხვა ლოკაციებზე მუშაობა, რომლის შემდეგ განისაზღვრება საბოლოო განაშენიანების ვადები", - განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.