
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხუთშაბათს, 15 მარტს, დილის 10:00 საათიდან ისნის რაიონში, ონაშვილის ქუჩა №9-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს.
11:00 საათიდან კი ნუცუბიძის IV მიკრორაიონის №13-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
15 მარტს, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩა №16-2-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის №16-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგებაც დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია "თელასში" განაცხადეს, სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, მოსკოვის გამზირის, ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, რევაზ მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 VIII კვარტლის და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების, მუხიანის I, II მიკრორაიონების, კაჭარავას V ქუჩის, გობრონიძის, სარაჯიშვილს და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება შეშელიძის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, კოტე აფხაზის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის და ყავლაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ცინცაძის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანკტ-პეტერბურგის, უზნაძს, მარჯანიშვილის და მამარდაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ირაკლი აბაშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ბესიკის, მესხის, ყიფიანის და ვეძინის ქუჩების მცხოვრებლებს.