
მოლდოვამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის ვიცე მინისტრმა დანიელა მორარმა განაცხადა.
ამასთან, მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ ოფიციალურად გაახმაურონ დიმიტრი ბრაგიშას რუსეთიდან გამოწვევის მიზეზი.
"ჩვენ არ გვსურს, რომ ამ ინფორმაციამ ზიანი მიაყენოს ორმხრივ ურთიერთობებსა და თავად ამ ადამიანს, ვისზეც არის საუბარი", - აღნიშნეს უწყებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გაუგებარია.
გამოცემა "კომერსანტი" მოლდოვას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ელჩის გაწვევა ქვეყნის პრეზიდენტთან იგორ დოდონთან დაპირისპირებას უკავშირდება, რომელმაც საკუთარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის დამყარება გამოაცხადა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ენერგო-პრო ჯორჯია" ხაზგასმით აცხადებს, რომ დუშეთსა და კუროტ გუდაურში "ენერგო პრო ჯოჯიას" ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა ან ძაბვის პარამეტრების ცვლილება, ასევე რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ენერგო პრო ჯორჯიაში" გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განუცხადეს.
გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად არიან დაშავებულები. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ათივე დაშავებულს გაეწია სამედიცინო დახმარება.
ადგილზე მუშაობდა სასწარაფო სამედიცინო დახმარების სამი ეკიპაჟი. პრესსამსახურის ცნობით, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ეკიპაჟებმა დაშავებული მოქალაქეები გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.
ასევე თბილისიდან გაგზავნილია რეანომობილები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს თბილისში გადმოიყვანს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
მკითხველის კომენტარები
(0)