
"ცენტრ პოინტის" საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, კომპანიის მშენებლობის შედეგად დაზარალებულები თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ. დაზარალებულებს მოსამართლის განაჩენთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები აინტერესებდათ. როგორც "ცენტრ პოინტის" მშენებლობის შედეგად დაზარალებულები აცხადებენ, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული სასჯელი მცირეა და პროკურატურისგან განაჩენის გასაჩივრებას ითხოვენ.
"სასჯელით ცოტა უკმაყოფილოები ვართ, რადგან დიდი თანხებია მითვისებული და დაზარალებული ბევრი ვართ.
ჩვენი თხოვნაა, ასევე სახელმწიფოსადმი, რომ იყოს შუამავალი და თუ შემოვა შეჩერებულ ობიექტებზე შემდგომ ეტაპებზე ინვესტორი, დადგეს გარანტორად, რომ ოჯახები არ ვიქნებით ისევ მოტყუებულები", - აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დაზარალებულები ასევე "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისთვის, კომპანიაში მმართველობის უფლების ჩამორთმევასაც ითხოვენ.
თავის მხრივ, თბილისის პროკურატურაში მყოფ პირებს "ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორმა განუმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მათ შეუძლიათ სამოქალაქო დავის წარმოება, რათა მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეთ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს საპატრიარქო პატრიარქთან "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეხვედრის შესახებ განმარტებას აკეთებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა ნიკა გვარამიას ინიციატივით შედგა და არა პატრიარქის თხოვნით.
Allnews.ge განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ა.წ. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.
სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და "შაბათის კურიერის" "პრომოშიც" გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.
ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ.გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.
კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა, თუ როგორ იმოქმედებს.
P.S. თუ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
თავად ნიკა გვარამიას განცხადებით კი, პატრიარქთან მისი შეხვედრა "ორმხრივი სურვილი" იყო.
როგორც "შაბათის კურიერში" საუბრისას ნიკა გვარამიამ განაცხადა, პატრიარქთან შეხვედრამდე მან საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილი და რამდენიმე მღვდელმთავარი ნახა, რომელთა ნაწილსაც, მის დანახვაზე "მძიმე და ცუდი რეაქცია" ჰქონდა.
"მე წავიკითხე საპატრიარქოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრა შედგა ჩემი მოთხოვნით, კონკრეტული სამღვდელო პირის შუამავლობით. ჯერ ერთი, მე არსად არ მითქვამს, რომ "პატრიარქმა დამიბარა". ეს იყო საერთო სურვილი. მე არავისთვის არ მითხოვია, გინდა თუ არა უნდა მიმიღოთქო. ყოველთვის მზად ვარ პატრიარქთან შესახვედრად და იყო შემთხვევები, როცა მე ვთხოვე მას შეხვედრა, იყო შემთხვევები როცა საპატრიარქოში მიბარებდნენ - ასე ვთქვათ, მთხოვდნენ მისვლას - დაბარება ცუდი სიტყვაა. თუმცა, მე პატრიარქის მრევლი ვარ და ამიტომ, მის მიერ საპატრიარქოში მიწვევა დიდი პატივია და არასდროს იქ მისვლის პრობლემა არ მქონია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"პატრიარქს ვუთხარი, რომ ვაპირებდი პრეზიდენტთან მისვლას და საუბარს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, მან მკითხა, რომ "ხომ არ იცი, ამდენი ხანი რატომ არ არის შეწყალებული დეკანოზი". ვუთხარი, რომ არ მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მაგრამ ვაპირებდი ამაზე საუბარს პრეზიდენტთან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, საქართველოს საპატრიარქო პატრიარქთან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეხვედრის შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა ნიკა გვარამიას ინიციატივით შედგა და არა პატრიარქის თხოვნით.
მკითხველის კომენტარები
(0)