26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
19.03.2018 / 06:03
შრიფტის ზომა:

ექიმები გუდაურში დაშავებულების, მათ შორის ორსული ქალის მდგომარეობაზე საუბრობენ

გუდაურში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე მათგანს კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, ოთხი პაციენტიდან ერთი, რომელსაც ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია, ერთი მათგანი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს, დანარჩენები კი, უახლოეს დღეებში გაეწერებიან.

რაც შეეხება კლინიკა "მედი ქლაბ ჯორჯიაში" მოთავსებულ ფეხმძიმე ქალს, როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პაციენტის გაწერის საკითხი მასთან თანხმდება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გიორგი გოცაძის განმარტებით, მას ტრანსპორტირება სჭირდება, რაც ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას საფრთხე არ ემუქრება, ისევე, როგორც ნაყოფს. თუმცა, მან მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გააგრძელოს. რაც შეეხება ტრანსპორტირების საკითხს, მასთან თანხმდება, ჯერჯერობით გაწერა გადაწყვეტილი არ არის", - განაცხადა გოცაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში, 16 მარტს სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 8 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ექიმები გუდაურში დაშავებულების, მათ შორის ორსული ქალის მდგომარეობაზე საუბრობენ | Allnews.Ge