09 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
20.03.2018 / 05:03
შრიფტის ზომა:

ტყიბულში ადამიანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მეზობლის მიერ დამწვარი მამაკაცის ახლობლები და მეზობლები ბრალდებულ თამაზ ქურციკიძის ოჯახის გადასახლებას ითხოვენ.

ადგილობრივები ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ კონფლიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც დაზარალებულმა ეჭვმიტანილის შვილს ტრაქტორის საჭესთან დაჯდომა სთხოვა, რა დროსაც 20 წლის ბიჭი გულის შეტევით გარდაიცვალა. მას შემდეგ თამაზ ქურციკიძე შვილის გარდაცვალებაში მეზობელს ადანაშაულებდა. მათ შორის პერმანენტულად იყო კონფლიქტი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სოფელ მუხურაში მცხოვრები ვაჟა კილაძის თქმით, დაზარალებულს წყაროსთან ჩაეძინა, რა დროსაც თამაზ ქურციკიძე ჩუმად მიეპარა, ბოთლით საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მუხურაში ეჭვმიტანილს კონფლიქტურ პიროვნებად ახასიათებენ. დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, მძინარე მამაკაცისთვის ბენზინის გადასხმის და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე შსს-მ ბრალდებული უკვე დააკვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ტყიბულში ადამიანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი | Allnews.Ge