გასულ წელს საქართველოში ცოლის გვარზე 418 მამაკაცი გადავიდა
2017 წელს საქართველოში გვარი 8 339-მა პირმა შეიცვალა. უფრო კონკრეტულად, იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა მამაკაცმა და 5467-მა ქალმა, ხოლო მეუღლის გვარი - 418-მა მამაკაცმა და 477-მა ქალმა.
რაც შეეხება 2016 წელს, პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1678-მა მამაკაცმა და 5497-მა ქალმა. ამავე წელს მეუღლის გვარი მიიღო 398-მა მამაკაცმა და 464-მა ქალმა.
იშვიათი სახელები და გვარები საქართველოში
2016 წელს 58-მა პირმა სახელი ან გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ. 2017 წელს 59-მა პირმა შეიცვალა სახელი ან გვარი ორჯერ, ხოლო 1 პირმა - 4-ჯერ.
მკითხველის კომენტარები
(6)
კარგი. ეს გასაგებია. იმ ზოგიერთ ქეციან უცხოელს რატომ არ ურთულებთ ქართული გვარის მიღებას? თქვენც პარაზიტები ხართ. მაგარი პარაზიტები.
ამას რატომ აკეთებენ იცით? ვისაც ევროპაში ნასამართლეობა აქვს, ან ცოლის გვარზე გადადიან, ან დედის და ისევ ცდილობენ უკან შეღწევას.