
ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია