29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
13.12.2017 / 07:12
შრიფტის ზომა:

თბილისში ავტობუსები სამ ახალ მარშრუტზე დაინიშნება

თბილისში ავტობუსები სამ ახალ მარშრუტზე დაინიშნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მგზავრთა კომფორტული მომსახურების მიზნით, დედაქალაქს სამი სამარშრუტო ხაზი ემატება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ როდესაც წინასაარჩევნო კამპანია გვქონდა, ყველა რაიონში ვიმყოფებოდი და ერთი და იგივე პრობლემები გვხვდებოდა. ეს იყოს ის, რომ კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობდა ან თუ მოძრაობდა, იქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან დიდი ლოდინი უწევდათ. მე მესმის, რომ სერიოზული პრობლემაა ტრანსპორტის თვალსაზრისით - მხედველობაში მაქვს ყვითელი ავტობუსების არსებული ავტოპარკი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მძიმე მდგომარეობაშია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შესაბამისად, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. გვინდა სრულად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები. ერთი, რომ დისკომფორტს ქმნის მგზავრებისთვის და მეორე ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სანამ ჩანაცვლება მოხდება, ვცდილობთ, რომ კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნათ იმ ტრანსპორტით, რომელიც დღეს გაგვაჩნია. ახალი მარშრუტი #54 დაემატება, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანის და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობას და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს საბურთალო-ვაკის ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ.

ასევე სოფელ ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოხდება კიდევ ერთი დამატებითი ავტობუსის დამატება. ეს არის # 82. იქ მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით ორი საათი უწევდათ ხოლმე ლიდინი, სანამ ავტობუსი გამოუვლიდათ. შესაბამისად, ეს შეუმსუბუქებს იქ მცხოვრებ ადამიანებს მგზავრობას. ასევე იხსნება ახალი მარშრუტი # 64, რომელიც სიმონ ჩიქოვანსა და ხილიანის დასახლებას და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით,"- განაცხადა კალაძემ.

მკითხველის კომენტარები
(1)

ზურა
21 მარტი , 2018 09:03

ეს ასოციაციაღა გვაკლდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინსპექტირებისას მხოლოდ ერთმა ლურჯმა ავტობუსმა ვერ გაიარა პირველადი ტექდათვალიერება | Allnews.Ge

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინსპექტირებისას მხოლოდ ერთმა ლურჯმა ავტობუსმა ვერ გაიარა პირველადი ტექდათვალიერება

მიმდინარე წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური დათვალიერების გასავლელად 179 ავტობუსი და 651 მიკროავტობუსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ბიზნესპრესნიუსს" "ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციიდან" მიაწოდეს.

კერძოდ, ასოციაციის ცნობით, 179 ავტობუსიდან პირველადი ტექნიკური ინსპექტირების შედეგად 47 სატრანსპორტო საშუალებას ხარვეზი დაუფიქსირდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ 179 სატრანსპორტო საშუალებიდან 56 ახალი ლურჯი ავტობუსი იყო, საიდანაც მხოლოდ 1 ავტობუსი დახარვეზდა, რომელმაც ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხარვეზი უკვე აღმოფხვრა.

რაც შეეხება მიკროავტობუსების ინსპექტირების შედეგებს, ასოციაციის ცნობით, 2018 წელს ინსპექტირებაზე ჯამში, 651 მიკროავტობუსი გამოცხადდა, საიდანაც 165 სამარშრუტო ტაქსს სხვადასხვა გაუმართაობა დაუფიქსირდა.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაზე დაახლოებით, ყოველ მე-4 მიკროავტობუსს გაუმართაობა უფიქსირდება. მისივე თქმით, ამის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებას 1 თვიანი ვადა ეძლევა, რომლის განმავლობაშიც ხარვეზი უნდა გამოასწოროს.

რაც შეეხება პარამეტრებს, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინსპექტირებისას ვერ აკმაყოფილებს, იორდანიშვილის თქმით, ესენია: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საქარე მინა, საბურავები და სამაგრები, თუმცა ძირითადი პრობლემა მაინც გამონაბოლქვის სისტემაა.

რამდენმა ავტომობილმა ვერ გაიარა სავალდებულო ტექდათვალიერება - იხილეთ იანვრის შედეგები

რაც შეეხება ზოგადად ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს, 2018 წლის მონაცემებით, ინსპექტირებაზე გამოცხადდა 15 656 სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც 4 800 ერთეული გაუმართავი აღმოჩნდა; რაც შეეხება 2017 წლის ანალოგიურ მონაცემებს, ინსპექტირებაზე 11 495 ერთეული გამოცხადდა, აქედან 842 ავტოსატრანსპორტო საშუალებას დაუფიქსირდა ხარვეზი.