
"რუსთავი 2"-ის შენობასთან, "ქართული მარშის" წევრების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა. ისინი წამყვანისა და არხის ხელმძღვანელობისგან გადაცემა P.S.-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს. მოგვიანებით "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წამყვანის განცხადების გამო, არხის სახელით, ბოდიში მოიხადა.
განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ქართველი სასულიერო პირები ეხმაურებიან:
დეკანოზი თამაზ ლომიძე:"წესიერ საზოგადოებაში კაცთმოყვარე ადამიანის ვალია, არ შეურაცხყოს ის, რაც სხვა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ან წმინდაა. ეს მორწმუნესთვისაც ასეა და ურწმუნოსთვისაც. წესიერი კაცი უბრალოდ ასე უნდა იქცეოდეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სულერთია რას იხუმრებს, ღმერთის და ჭეშმარიტების შეურაცხყოფა შეუძლებელია. ჭეშმარიტება ყველაფრის მიღმაა.
ზოგიერთს ღმერთის დაცვის სურვილი უჩნდება. ადამიანს კი მხოლოდ საკუთარ თავში შეუძლია დაიცვას ღმერთი. როცა ქრისტეს შესაპყრობად, დასაცინად, საფურთხებლად, საცემად და მოსაკლავად მიუვარდნენ მისი შეურაცხმყოფელნი, მკაცრად გააფრთხილა მისი ხმალამოღებული დამცველი, არ გაბედოო ძალადობა. ნუთუ გგონია, თვითონ არ შემიძლია ვთხოვო ჩემს ზეციერ მამას და იმწამს გამომიგზავნის ანგელოზთა თორმეტ მებრძოლ ლეგიონს? მაგრამ, ასე უნდა მოხდეს, ასე უნდა აღსრულდეს საღვთო განგებულება. ასე იქნება მანამდე, სანამ მეორედ დიდებით მოვა უფალი და მაშინ განისჯება ყველა. მანამდე კი წყალობა ნებავს უფალს და არა მსხვერპლი...
...თუ მაინცდამაინც რწმენასთან შეუთავსებელ უტაქტობაზე გვინდა საუბარი, გეტყვით რა არის ჩემთვის არა თუ ხუმრობით ნათქვამი, არამედ რეალურად წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და უპატივცემულობა ქვეყნის ყველაზე დიდი და ტრადიციული სარწმუნოებისა. ამ საშინელების ფონზე მართლმადიდებელი ერი სერიოზულად მსჯელობდა ე.წ. შუშის ხიდი და მილები უხდება თუ არა ნარიყალას. მე არ მეგულება მსოფლიოში ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქვეყნის უდიდესი და უავტორიტეტულესი ეკლესიის საპატრიარქოს და კათედრალის გვერდით კაზინოებია გახსნილი და ვნებას აყოლილი ხალხი ირევა. დღესაც, როცა თბილისში ვარ, გაოგნებული ვუყურებ ხოლმე რიგში ჩამწკრივებულ სიონს, კაზინოს, საპატრიარქოს და ისევ კაზინოს ბარათაშვილის კუთხეში. ამის მომთმენი ხალხი, ჟურნალისტს უპირებს ერთი ხუმრობისთვის ცემას, სარწმუნოება შეგვილახაო.
P.შ. წარმოგიდგენიათ ვინმეს წმინდა პეტრეს მოედანი რომში და ზედ კაზინოები?"
საბა ინცკირველი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი:"ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, გასაკვირი არ არის ის რომ, მიუღებელია დამცინავი და მკრეხელური ფორმით იესუ ქრისტეს ხსენება. არც ბატონი გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული სიუჟეტი ყოფილა მისაღები და როგორც ქრისტიანს მქონდა რეაქციაც. თუმცა, შევთხოვ უფალს, რომ აპატიოს მას. ბატონო გიორგი, იესუ ქრისტე არის სიყვარული და ის გაპატიებთ მაგრამ, ეგრეთ წოდებული "ქრისტიანობის დამცველები" არ გპატიობენ. აი, ეს არის ჩემთვის გასაკვირი. მინდა გკითხოთ თქვენ ჩემო საყვარელნო?! არის თქვენთვის მისაღები დედის გინება იესუ ქრისტეს სახელის ხსენების შემდეგ?! ან მოწოდება რაიმე სახის ძალადობისკენ?! განა ასეთი საქციელით არ შეურაცხყოფთ იესუ ქრისტეს სახელს?! როდესაც ეკითხებიან იესუ ქრესტეს, რით გვიცნობენ ჩვენ რომ შენი მოწაფეები ვართ? უფალი მათ პასუხობს, "სიყვარულით!" ყველაზე მეტად რისი პრობლემაც არის დღეს ეს არის ქრისტიანობა სიყვარულის გარეშე; რაც ნიშნავს, ღმერთის გარეშე ყოფნას. შემთხვევით არ იყო წინა კვირას როდესაც, მისმა უწმინდესობამ მრევლს სამგზის გაამეორებინა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: "ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს"! პავლე მოციქული ბრძანებს, "სიყვარულმა დაჰფაროს სიმრავლეი ცოდვათა". მიუტევეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი! ქრისტეს მიერ სიყვარულით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)".
დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
"ბილწსიტყვაობით და ძალადობით "დაცული" ქრისტე და ქრისტიანობა?! სადამდე დამახინჯდა ადამიანთა სულები..." განაგრძეთ კითხვა
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"რუსთავი 2"-ის შენობასთან, "ქართული მარშის" წევრების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა. ისინი წამყვანისა და არხის ხელმძღვანელობისგან გადაცემა P.S.-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს. მოგვიანებით "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წამყვანის განცხადების გამო, არხის სახელით, ბოდიში მოიხადა.
განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ქართველი სასულიერო პირები ეხმაურებიან:
დეკანოზი თამაზ ლომიძე:"წესიერ საზოგადოებაში კაცთმოყვარე ადამიანის ვალია, არ შეურაცხყოს ის, რაც სხვა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ან წმინდაა. ეს მორწმუნესთვისაც ასეა და ურწმუნოსთვისაც. წესიერი კაცი უბრალოდ ასე უნდა იქცეოდეს.
სულერთია რას იხუმრებს, ღმერთის და ჭეშმარიტების შეურაცხყოფა შეუძლებელია. ჭეშმარიტება ყველაფრის მიღმაა.
ზოგიერთს ღმერთის დაცვის სურვილი უჩნდება. ადამიანს კი მხოლოდ საკუთარ თავში შეუძლია დაიცვას ღმერთი. როცა ქრისტეს შესაპყრობად, დასაცინად, საფურთხებლად, საცემად და მოსაკლავად მიუვარდნენ მისი შეურაცხმყოფელნი, მკაცრად გააფრთხილა მისი ხმალამოღებული დამცველი, არ გაბედოო ძალადობა. ნუთუ გგონია, თვითონ არ შემიძლია ვთხოვო ჩემს ზეციერ მამას და იმწამს გამომიგზავნის ანგელოზთა თორმეტ მებრძოლ ლეგიონს? მაგრამ, ასე უნდა მოხდეს, ასე უნდა აღსრულდეს საღვთო განგებულება. ასე იქნება მანამდე, სანამ მეორედ დიდებით მოვა უფალი და მაშინ განისჯება ყველა. მანამდე კი წყალობა ნებავს უფალს და არა მსხვერპლი...
...თუ მაინცდამაინც რწმენასთან შეუთავსებელ უტაქტობაზე გვინდა საუბარი, გეტყვით რა არის ჩემთვის არა თუ ხუმრობით ნათქვამი, არამედ რეალურად წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და უპატივცემულობა ქვეყნის ყველაზე დიდი და ტრადიციული სარწმუნოებისა. ამ საშინელების ფონზე მართლმადიდებელი ერი სერიოზულად მსჯელობდა ე.წ. შუშის ხიდი და მილები უხდება თუ არა ნარიყალას. მე არ მეგულება მსოფლიოში ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქვეყნის უდიდესი და უავტორიტეტულესი ეკლესიის საპატრიარქოს და კათედრალის გვერდით კაზინოებია გახსნილი და ვნებას აყოლილი ხალხი ირევა. დღესაც, როცა თბილისში ვარ, გაოგნებული ვუყურებ ხოლმე რიგში ჩამწკრივებულ სიონს, კაზინოს, საპატრიარქოს და ისევ კაზინოს ბარათაშვილის კუთხეში. ამის მომთმენი ხალხი, ჟურნალისტს უპირებს ერთი ხუმრობისთვის ცემას, სარწმუნოება შეგვილახაო.
P.შ. წარმოგიდგენიათ ვინმეს წმინდა პეტრეს მოედანი რომში და ზედ კაზინოები?"
საბა ინცკირველი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი:"ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, გასაკვირი არ არის ის რომ, მიუღებელია დამცინავი და მკრეხელური ფორმით იესუ ქრისტეს ხსენება. არც ბატონი გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული სიუჟეტი ყოფილა მისაღები და როგორც ქრისტიანს მქონდა რეაქციაც. თუმცა, შევთხოვ უფალს, რომ აპატიოს მას. ბატონო გიორგი, იესუ ქრისტე არის სიყვარული და ის გაპატიებთ მაგრამ, ეგრეთ წოდებული "ქრისტიანობის დამცველები" არ გპატიობენ. აი, ეს არის ჩემთვის გასაკვირი. მინდა გკითხოთ თქვენ ჩემო საყვარელნო?! არის თქვენთვის მისაღები დედის გინება იესუ ქრისტეს სახელის ხსენების შემდეგ?! ან მოწოდება რაიმე სახის ძალადობისკენ?! განა ასეთი საქციელით არ შეურაცხყოფთ იესუ ქრისტეს სახელს?! როდესაც ეკითხებიან იესუ ქრესტეს, რით გვიცნობენ ჩვენ რომ შენი მოწაფეები ვართ? უფალი მათ პასუხობს, "სიყვარულით!" ყველაზე მეტად რისი პრობლემაც არის დღეს ეს არის ქრისტიანობა სიყვარულის გარეშე; რაც ნიშნავს, ღმერთის გარეშე ყოფნას. შემთხვევით არ იყო წინა კვირას როდესაც, მისმა უწმინდესობამ მრევლს სამგზის გაამეორებინა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: "ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს"! პავლე მოციქული ბრძანებს, "სიყვარულმა დაჰფაროს სიმრავლეი ცოდვათა". მიუტევეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი! ქრისტეს მიერ სიყვარულით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)".
დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
"ბილწსიტყვაობით და ძალადობით "დაცული" ქრისტე და ქრისტიანობა?! სადამდე დამახინჯდა ადამიანთა სულები..." განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარები
(1)
ბოღმიანთა აქცია ურწმუნოთა ,მოცლილთა,მოღალატეთა