26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
23.03.2018 / 08:03
შრიფტის ზომა:

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ცნობილია

16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ მომხდარმა ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია "ბიურო ვერიტასის" პირველადი დასკვნა გაასაჯაროვა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერებიდან, რომელსაც იძლევა მოწყობილობაში ჩამონტაჟებული სპეციალური მეხსიერება, დადგინდა, რომ ნამდვილად 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ გენერატორზე და იქ მყოფი ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.

"დღეს არსებული დასკვნით ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც გაწერილია ინსტრუქციაში. შესაბამისად, ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა გადაეცემა შსს-ს, რომელიც აგრძელებს ოფიციალურ მოკვლევას და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს შესაბამის პასუხისმგებლობების საკითხს.

"ოპერატორი, რომელიც იქ იყო, ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. ასევე, ორმა ადამიანმა მომმართა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები. ესენი არიან მთის კურორტების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებენ პასუხისმგებლობას. ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნულზე. მათ მომმართეს, რომ შეჩერებოდათ თავიანთი უფლებამოსილებები",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(5)

ნიკა
26 მარტი , 2018 17:03

დაცვა დოპელმაიერს ისეტი დონის აქვს რომ ოპერატორის შეცდომის შედეგად ავარია გამორიცხულია: მის ქმედებების თანამიმდევრობა შეგნებულად უნდა იყოს მიმართული ავარიის გამოწვევისაკენ. ეს მოხდა კიდეც. ეს იყო დივერსია. გოგაშვილიც გადადგა. სახალხოდ აღიარებას ნუ ელოდებით

ტერაქტი
24 მარტი , 2018 08:03

ეს ამბავი იყო ნამდვილი ტერაქტი საქართველოს წინააღმდეგ. მთელი მსოფლიო მოიარა ამ ვიდეოებმა და ათეულობით მილიონი მნახველი ყავს.<br />ასე რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას უკვე გვარიანი ზარალი მიადგა, რაც მიზეზია იმისა რომ ოპერატორიდან დაწყებული ქუმსიშვილით დამთავრებული ყველა სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლდეს

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ცნობილია | Allnews.Ge