29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
23.03.2018 / 08:03
შრიფტის ზომა:

სანდრო ბრეგაძე თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

მე მქონდა გულყრები, თუმცა ამჟამად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქალაქო სასამართლოში "ქართული მარშის" წევრი 6 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განიხილონ. აღნიშნულ პროცესს "ქართული მარშის" მხარდამჭერები და წევრები ესწრებიან, მათ შორის, სანდრო ბრეგაძე.

ბრეგაძემ ჟურნალისტებთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე ბრალდებულ პირებზეც ისაუბა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"იმ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირებისთვის გინება ჩვეულებრივი ამბავია, ვფიქრობ, უსამართლო იქნება, 6 ახალგაზრდა გინებისთვის დააკავონ. რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მე მქონდა გულყრები. სამწუხაროდ, სპეციალურად, გარკვეულმა სამსახურებმა ყველაფერი იღონეს, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელებულიყო. ამაში მე "რუსთავი 2"-ს არ ვადანაშაულებ. სამწუხაროდ, ექიმები არიან ხშირად შეკრულები. რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს მე მცემეს პოლიციაში, ეს ასე არ არის, მაგრამ იყო სერიოზული ზეწოლა. ერთი საათის განმავლობაში მე ვიყავი იზოლირებული, ისე რომ არ ვყოფილვარ ბრალდებული", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

19 მარტს, "ქართული მარშის" წევრებმა "რუსთავი 2"-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული რეპლიკა გააპროტესტეს: "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა".

აქციის მონაწილეებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 6 პირი კი, სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სანდრო ბრეგაძე თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს | Allnews.Ge