საზოგადოება
26.03.2018 / 07:03
შრიფტის ზომა:

თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარკირების მომსახურებისთვის 10 ევაკუატორს შეისყიდის

თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 ერთეული ევაკუატორის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, ევაკუატორების შესყიდვამდე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რითაც თბილისში პარკირების მოწესრიგება უნდა მოხდეს.

"ჩვენ გამოვაცხადებთ ტენდერს 10 ევაკუატორის შესყიდვაზე, რაც პარკირების მომსახურებისთვის გვჭირდება. მანამ, ვიდრე ტენდერი გამოცხადდება და მანქანებს შევიძენთ, ვისარგებლებთ საიჯარო მომსახურებით, ანუ ვიქირავებთ შესაბამისი რაოდენობის მანქანებს, რაც მუშაობის უზრუნველყოფისთვის გვჭირდება. კონკრეტულად რომელ ფირმებთან დავდებთ ხელშეკრულებას ქირავნობაზე, ჯერჯერობით არ ვიცით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან, ასევე ვმუშაობთ ხელშეკრულების პირობებზეც, რა ფასებში მოხდება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება", - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მათივე ინფორმაციით, ევაკუატორების შესყიდვაზე ტენდერი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

"ტენდერი გამოცხადებიდან დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება. ეს პერიოდი საკმარისი იქნება გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად. თვეები არ გაგრძელდება ეს პროცესი", - განაცხადეს კომპანიაში.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა 112-ის ევაკუატორებით სარგებლობა ავტომანქანების შესყიდვამდე, სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ არ აქვთ მოლაპარაკებები 112-თან. "ეს არის ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც დამუშავების ეტაპზეა. 112-ზე საუბარი ამ ეტაპზე არ ყოფილა", - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან "სითი პარკის" ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარკირების მომსახურებისთვის 10 ევაკუატორს შეისყიდის | Allnews.Ge