30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
30.03.2018 / 07:03
შრიფტის ზომა:

პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანია "აიისამ" სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო

პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული ბრენდის "აიისა"-ს დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე სამართლებრივ ბრძოლას იწყებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფისა და ქართლის დედის გამოსახვასთან დაკავშირებით მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ.

ამის შესახებ ანანია გაჩეჩილაძემ allnews.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ნებისმიერი საკითხი არის ინდივიდუალური და სუბიექტური აღქმის ამბავი და რელიგიური გრძნობებიც ძალიან ბუნდოვანი საკითხია. არ არსებობს კონკრეტულად გაწერილი, რას ნიშნავს შეურაცხყოფა, ამიტომ საზოგადოების მეორე ნაწილისთვის, ეს ყველაფერი არის ძალიან მისაღები. კონკრეტულად იმ დიზაინებზე, რომლებმაც ყველაზე დიდი გაღიზიანება გამოიწვია, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ისინი გაყიდვიდან კი არ ამოვიღეთ, უბრალოდ ბესტსელერებია და თავისთავად ამოიყიდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საპატრიარქოზეც და იმ ინდივიდებზეც, რომლებიც ჩვენს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, შემიძლია თქვა, რომ მეტი მიმღებლობა გამოიჩინონ, არ ჰქონდეთ აგრესიული და მუქარის შემცველი გამონათქვამები, იმიტომ რომ ყველა ასეთ შემთხვევას აუცილებლად სამართლებრივად განვიხილავთ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებთან, სახალხო დამცველის აპარატთან და პერსონალური მონაცემების დაცვის აპარატთან ერთად ამ ყველაფერს ვაწესრიგებთ," - განმარტა "აიისას" დამფუძნებელმა Allnews.ge-სთან საუბარში.

ანანია გაჩეჩილაძის თქმით, განსაკუთრებული გაღიზიანება თამარ მეფისა და ქართლის დედის გამოსახულებებმა საზოგადოებაში დამკვიდრებული პატრიარქალური შეხედულებების გამო გამოიწვია.

"იგივე კოლექციაში დავით აღმაშენებლის ბრძოლის და ბნელი რაინდის დიზაინიცაა, თუმცა, კაცებზე რეაქცია არ აქვთ, მხოლოდ ქალების მიმართ აქვთ პრეტენზია და ეს რა თქმა უნდა, პატრიარქალური საზოგადოების ბრალია," - აღნიშნა მან.

"აიისა"-ს დამფუძნებლის თქმით, აღნიშნული სტიკერების მქონე პრეზერვატივები კოლექციას კიდევ დაემატება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "აიისას" პროდუქციაზე თამარ მეფის გამოსახვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მოუწოდა, რომ აღნიშნული სტიკერების წარმოება შეაჩეროს. ბრენდის მიერ მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შელახვასთან დაკავშირებით განცხადებები სამოქალაქო საზოგადოების ნაწილშიც კეთდება.

მკითხველის კომენტარები
(21)

დალი ყარაულაშვილი!
06 აპრილი , 2018 10:04

"გაღმით მოდავეს გამოღმით შეედავეო" ისეა ამ ქალის საქმე, თაგვა ტარა თხარა , კატა გამოთხარაო, მგონი ასე მოუწევს ანანია გაჩეჩილაძეს....

კატო
02 აპრილი , 2018 08:04

ყველა დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრებო --- სანაგვეზე, ზედ დაყრილი ერთჯერადად გამოყენებული მათი სახეებით გამოსახული პრეზერვატივებით.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანია "აიისამ" სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო | Allnews.Ge