08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
01.04.2018 / 12:04
შრიფტის ზომა:

15 წლის გიგი ანთაძეს კახა კალაძემ "მზიურში" სავაჭრო ჯიხური გაუხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ჰყიდდა, ახალი "მზიურის" ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხური გაუხსნეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიმდინარე კვირას კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მიიღო და მან მოადგილეს დაავალა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 15 წლის მოზარდისთვის დახმარება გაეწიათ, ვინაიდან გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა და ცენტრალურ ქუჩებზე გარევაჭრობა აიკრძალა.

რას ყვება 15 წლის გიგი ანთაძე, რომელზეც გუშინ კახა კალაძემ ისაუბარა

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დედაქალაქის მერის განცხადებით, რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული გადაწყვეტილებით კმაყოფილია გიგი ანთაძე და მას ბიზნესსაქმიანობაში წარმატება უსურვა. კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მზად არის, მოზარდს სამომავლოდაც დაეხმაროს.

კახა კალაძის განცხადებითვე, გიგი ანთაძე კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. "ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს გიგი არის ძალიან გახარებული. მას ძალიან მოეწონა ჩვენი საჩუქარი. ჩვენ მზად ვართ მას სამომავლოდაც დავეხმაროთ, ვინაიდან მას აქვს კონკრეტული და კარგი ბიზნესგეგმა. მინდა, რომ მას წარმატებები ვუსურვო", - აღნიშნა კახა კალაძემ.

15 წლის გიგი ანთაძის განცხადებით, სავაჭრო ჯიხური მის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და არ გამორიცხავს, რომ საქმიანობა დღეიდან დაიწყოს. "მე ძალიან მომეწონა ჯიხური. უკვე მოაქვთ პროდუქტები და ალბათ დღესვე დავიწყებ მუშაობას. ძალიან გამიხარდა ეს საჩუქარი და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო", - განაცხადა გიგი ანთაძემ.

მკითხველის კომენტარები
(3)

მარი
02 აპრილი , 2018 06:04

გაიხარეთ სიხარულისგან ავტირდი

ნიტა
02 აპრილი , 2018 06:04

კარგი განატლების მიღებაშიც დაეხმარონ ამ მართლა ძალიან ყოჩაღ ბიჭს!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

15 წლის გიგი ანთაძეს კახა კალაძემ "მზიურში" სავაჭრო ჯიხური გაუხსნა | Allnews.Ge