27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
02.04.2018 / 06:04
შრიფტის ზომა:

რა პირობებს სთავაზობს სახელმწიფო დეკრეტში გასულ მშობლებს?

2018 წელს იანვრიდან მარტის ჩათვლით ორსულობის, მშობიარობისა და ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დეკრეტული შვებულებით საქართველოში 3 222-მა პირმა ისაგებლა, რომლებზეც დახმარების სახით ჯამში 3 184 756,96 ლარი გაიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-მ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს შვებულების დახმარება 13 396 ბენეფიციარზე 13 098 107,93 ლარის ოდენობით გაიცა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდებში დეკრეტული შვებულებით არცერთ მამაკაცს არ უსარგებლია.
შეგახსენებთ, საქართველოში მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება მშობლისთვის მაქსიმუმ 730 დღითაა შესაძლებელი. კანონმდებლობის მიხედვით, დეკრეტული შვებულების აღების შემთხვევაში, საჯარო სექტორში დასაქმებულ მშობლებს სახელმწიფოს მხრიდან ფულადი ანაზღაურება მხოლოდ 183 დღეზე 1 000 ლარის ოდენობით ერიცხებათ, ხოლო ტყუპების გაჩენის, საკეისრო კვეთის ან მშობიარობის გართულების შემთხვევაში 200 დღეზე.

გარდა ამისა, საჯარო სექტორში დასაქმებულ მშობელს უფლება აქვს, დეკრეტული შვებულებისთვის განსაზღვრული დღეები მისთვის სასურველ პერიოდზე გადაანაწილოს და ერთდროულად არ გამოიყენოს, რისი საშუალებაც მას კერძო სექტორში არ ეძლევა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას სახელმწიფო კერძო სექტორს არ ავალდებულებს, ეს მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება მამის დეკრეტულ შვებულებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სექტორებში მამის დეკრეტული შვებულება განსხვავებულად რეგულირდება. კერძოდ, თუ დედამ დეკრეტული შვებულებით არ ისარგებლა, საჯარო სექტორში დასაქმებულ მამას დეკრეტული შვებულების 90 დღით აღების უფლება აქვს, რაც კერძო სექტორზე არ ვრცელდება.

განსხვავებული წესი მოქმედებს ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაშიც, რადგან ორივე სქესის დასაქმებულს 550 დღე ეძლევა, აქედან ანაზღაურებადი კი 90 დღეა. ანაზღაურება ამ შემთხვევაშიც ერთჯერადად 1 000 ლარია.

რაც შეეხება პროცედურებსა და დოკუმენტაციას, დეკრეტული შვებულებისა და ანაზღაურების მისაღებად მშობელს ესაჭიროება მის სახელზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რა პირობებს სთავაზობს სახელმწიფო დეკრეტში გასულ მშობლებს? | Allnews.Ge