საქართველოს რეგიონები, სადაც ბოლო 7 წლის მანძილზე ყველაზე ნაკლები ახალი შენობა აშენდა
2010-2017 წლებში დედაქალაქში 4 220 საცხოვრებელი შენობა აშენდა. მშენებლობის ბუმი კი 2013 წელს დაფიქსირდა, როცა თბილისში 1048 შენობაზე მუშაობა დასრულდა. ასეთივე მონაცემები ფიქსირდება 2016 წელსაც, როცა დედაქალაქში კიდევ 746 საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა, - ასეთია მონაცემები, რომელიც Allnews.ge-ს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიაწოდა.
რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულებულ მშენებლობებს, საქსტატის ინფორმაციით, 2010-2017 წლებში ქვეყანაში სულ 9 270 საცხოვრებელი შენობის მშენებლობა დასრულდა, განაშენიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2013 წელს დაფიქსირდა, როცა ქვეყანას 1752 ახალი შენობა შეემატა. მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2016 წელსაც, როდესაც 1568 ახალი შენობა აიგო.
როგორია განაშენიანება რეგიონების მიხედვით?