01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კახა კალაძე - მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაშია | Allnews.Ge

კახა კალაძე - მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაშია

მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძე აცხადებს, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესი მათი შემოწმების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაგრძელდება.

"ველოდებით დასკვნებს ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. როგორც კი გვექნება დოკუმენტაცია დასკვნებთან დაკავშირებით, მაშინვე დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც მეტრო "ვარკეთილის", ასევე, სხვა მეტროსადგურების, სადაც პრობლემაა. თვითონ მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაშია", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 30 იანვარს, ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად მეტროსადგურ ვარკეთილში 11 ადამიანი დაშავდა, რის შემდეგაც თბილისის მერიამ "გურამიშვილის", "სამგორისა" და "ავლაბრის" მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეაჩერა.