
საქართველოში ცხენის და ვირის ხორცი აკრძალული არ არის, თუმცა საქართველოში ამ სახის ხორცი პოპულარული არ არის, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, რომ პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი შემოწმება.
"საქართველოს კანონმდებლობით კენტჩლიქიანი ცხოველის, ამ შემთხვევაში ვირის და ცხენის ხორცი აკრძალული ნამდვილად არ არის. მეტიც, გარკვეულ ქვეყნებში დელიკატესადაც არის ცხენის ხორცი მიჩნეული. თემა არის ის, რომ საქართველოში ამ სახის ხორცი პოპულარულად არ არის მიჩნეული. ასევე უნდა ვთქვა, რომ ცხენის ხორცი, თუ ის შესაბამისი წესებით არის დამზადებული, ადამიანის სიცოცხლისთვის არ არის მავნებელი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
იხილეთ ობიექტები, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხენის და ვირის ხორცი აღმოაჩინა
თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ესა თუ ის პროდუქტი სწორედ ცხენის ხორცით არის დამზადებული და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ეს ცხოველი უნდა იყოს სასაკლაოს წესით დაკლული. დაკვლამდე ცხოველს უტარდება შემოწმება, ასევე დაკვლის შემდგომი შემოწმება, რომელსაც ვეტერინარი ატარებს, მხოლოდ მისი დადებითი დასკვნის შემდეგ, შეიძლება რომ ეს ხორცი განთავსდეს სარეალიზაციოდ. ყველა უკვე შემოწმებულ შემთხვევაში სწორედ ეს პროცედურები იყო დარღვეული", - განაცხადა ვასილ ბასილაძემ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე მწარმოებელი ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო, 1000 ლარით დააჯარიმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოში ცხენის და ვირის ხორცი აკრძალული არ არის, თუმცა საქართველოში ამ სახის ხორცი პოპულარული არ არის, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, რომ პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი შემოწმება.
"საქართველოს კანონმდებლობით კენტჩლიქიანი ცხოველის, ამ შემთხვევაში ვირის და ცხენის ხორცი აკრძალული ნამდვილად არ არის. მეტიც, გარკვეულ ქვეყნებში დელიკატესადაც არის ცხენის ხორცი მიჩნეული. თემა არის ის, რომ საქართველოში ამ სახის ხორცი პოპულარულად არ არის მიჩნეული. ასევე უნდა ვთქვა, რომ ცხენის ხორცი, თუ ის შესაბამისი წესებით არის დამზადებული, ადამიანის სიცოცხლისთვის არ არის მავნებელი.
იხილეთ ობიექტები, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხენის და ვირის ხორცი აღმოაჩინა
თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ესა თუ ის პროდუქტი სწორედ ცხენის ხორცით არის დამზადებული და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ეს ცხოველი უნდა იყოს სასაკლაოს წესით დაკლული. დაკვლამდე ცხოველს უტარდება შემოწმება, ასევე დაკვლის შემდგომი შემოწმება, რომელსაც ვეტერინარი ატარებს, მხოლოდ მისი დადებითი დასკვნის შემდეგ, შეიძლება რომ ეს ხორცი განთავსდეს სარეალიზაციოდ. ყველა უკვე შემოწმებულ შემთხვევაში სწორედ ეს პროცედურები იყო დარღვეული", - განაცხადა ვასილ ბასილაძემ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე მწარმოებელი ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო, 1000 ლარით დააჯარიმა.
მკითხველის კომენტარები
(4)
ძროხის ნეკნებად გაყიდულ ხორცს აღმოაჩნდა მრგვალი ფორმის ნეკნი.ვინმემ მიპასუხეთ რის ხორცი შეიძლება იყოს ასეთი ნეკნით?
ცხენის და ვირის ხორცი მავნებელია, უწმიდური ადამიანის საკვებად, ამას ღმერთი ამბობს, მიმართეთ ბიბლიას, ლევიანთა წიგნის მეთერთმეტე თავს. იქნებ დროა აიკრძალოს ,,ქრისტიანულ'' ქვეყანაში მათი ხორცის საკვებად გამოყენება...