რატომ ამოიღეს ონლაინ ლექსიკონის Translate.ge-ის ბაზიდან 70 ათასი სიტყვა
სასამართლოს გადაწყვეტილებით ონლაინ ლექსიკონის Translate.ge-ის ბაზიდან 70 ათასი სიტყვა ამოიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად საიტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. გარდა ამისა, საიტის ავტორს 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.
"მოგვიანებით შედგა ურთიერთშეთანხმება მხარეებს შორის, რომლის მიხედვითაც, გადასახდელი თანხის ოდენობა გახდა 13 400 ლარი, საიდანც 10 000 ლარი უნდა გადაეცეს ოჯახს, ხოლო დარჩენილი 3400 ლარი გადაეცემა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას."-ნათქვამია განცხადებაში.
Translate.ge-მ იმ ლექსიკონების ჩამონათვალიც გაასაჯაროვა, რომელზეც დაყრდნობითაც შექმნილია ინტერნეტ-ლექსიკონის ბაზა:
143 305 სიტყვა - ყოვლისმომცველი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი: 2 ტომი. დონალდ რეიფილდი (მთავარი რედაქტორი), რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონისძე, ლოურენს ბროერსი, არიანე ჭანტურია, ლევან ჩხაიძე, თინა მარგალიტაძე. ლონდონი: Garnett Press, 2006. ISBN 978-0-9535978-3-4.
70 000 სიტყვა ისიდორე გვარჯალაძის ინგლსურ-ქართული ლექსიკონი - * ამჟამად წაშლილია ბაზიდან
61 000 სიტყვა Common Dictionary Words - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
60 000 სიტყვა სამედიცნო ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
48 000 სიტყვა ეკონომიკური ტერმინების ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
27 000 სიტყვა იურიდიული ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
8 500 სიტყვა მარკეტინგული ტერმინების ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ ისიდორე გვარჯალაძის 1975 წელს გამოცემული ლექსიკონის უნებართვოდ გამოყენებაზე სასამართლოში სარჩელი 2015 წლის მაისში შეიტანა. პროცესში ჩართული იყო ისიდორე გვარჯალაძის ოჯახიც.