
"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" 33 ადამიანი არის შეყვანილი. პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესაბამისად, მთავრობამ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელსაც განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე, დღეს დაამტკიცებენ.
"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანილი არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები, რომლებიც მხილებულები არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებებში, როგორიცაა მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა. სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 კაცი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცველი უწყებები აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისი თქმით, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს სიაში შემავალი პირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყველა შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსასრულებლად.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - გარემოს ეროვნული სააგენტო 9 აპრილის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 7 და 9 აპრილს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი- სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 7-9 აპრილს დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.
7 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 8 აპრილიდან +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ხოლო 8 -9 აპრილს +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.
მკითხველის კომენტარები
(0)