
მოქალაქეთა ნაწილს დაბადების მოწმობაში რეგისტრაციის ადგილის შეცვლა შეეძლება.
ამის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა და "სამოქალაქო აქტების შესახებ"კანონში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ 1976-1994 წლებში დაბადების რეგისტრაციისას დაბადების ადგილად შესაძლებელი იყო როგორც ბავშვის რეალური დაბადების, ისე მისი მშობლების რეგისტრაციის ადგილის მითითება. შედეგად კი, არის შემთხვევები, როდესაც დაბადების რეგისტრაცია მოხდა კანონმდებლობის დაცვით მშობლების მისამართის მიხედვით, მაგრამ პირველად გაცემულ დაბადების მოწმობაში პირის რეალური დაბადების ადგილია მითითებული, ხოლო სხვადასხვა დროს გაცემულ სხვადასხვა საბუთში ორი განსხვავებული დაბადების ადგილი ფიგურირებს, რაც მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი დისკომფორტისა და პრობლემების წყაროა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"მომზადებული ცვლილებები ასეთ პირებს საშუალებას აძლევს, გაასწორონ მონაცემები და სურვილის შემთხვევაში, ყველა დოკუმენტში დაბადების ადგილად მიუთითონ ის მუნიციპალიტეტი, რომელიც მათი რეალური დაბადების ადგილია და რომელიც პირველად გაცემულ დაბადების მოწმობაშია მითითებული.
ოფიციალურ დოკუმენტებში ცვლილების შეტანას საფუძვლად დაედება თავად პირის მოთხოვნა. დაბადების რეალური ადგილის დადასტურება შესაძლებელი იქნება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით; იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ინფორმაცია არ არის დაცული − დაბადების რეგისტრაციის დროს გაცემული მოწმობით," - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
როგორია მოქმედი კანონმდებლობა, იხილეთ აქ
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოქალაქეთა ნაწილს დაბადების მოწმობაში რეგისტრაციის ადგილის შეცვლა შეეძლება.
ამის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა და "სამოქალაქო აქტების შესახებ"კანონში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ 1976-1994 წლებში დაბადების რეგისტრაციისას დაბადების ადგილად შესაძლებელი იყო როგორც ბავშვის რეალური დაბადების, ისე მისი მშობლების რეგისტრაციის ადგილის მითითება. შედეგად კი, არის შემთხვევები, როდესაც დაბადების რეგისტრაცია მოხდა კანონმდებლობის დაცვით მშობლების მისამართის მიხედვით, მაგრამ პირველად გაცემულ დაბადების მოწმობაში პირის რეალური დაბადების ადგილია მითითებული, ხოლო სხვადასხვა დროს გაცემულ სხვადასხვა საბუთში ორი განსხვავებული დაბადების ადგილი ფიგურირებს, რაც მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი დისკომფორტისა და პრობლემების წყაროა.
"მომზადებული ცვლილებები ასეთ პირებს საშუალებას აძლევს, გაასწორონ მონაცემები და სურვილის შემთხვევაში, ყველა დოკუმენტში დაბადების ადგილად მიუთითონ ის მუნიციპალიტეტი, რომელიც მათი რეალური დაბადების ადგილია და რომელიც პირველად გაცემულ დაბადების მოწმობაშია მითითებული.
ოფიციალურ დოკუმენტებში ცვლილების შეტანას საფუძვლად დაედება თავად პირის მოთხოვნა. დაბადების რეალური ადგილის დადასტურება შესაძლებელი იქნება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით; იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ინფორმაცია არ არის დაცული − დაბადების რეგისტრაციის დროს გაცემული მოწმობით," - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
როგორია მოქმედი კანონმდებლობა, იხილეთ აქ
მკითხველის კომენტარები
(0)