
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 8 და 9 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.
მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო "დიდუბიდან" გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტრო "დელისიდან", თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო "სარაჯიშვილიდან", ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო "ვარკეთილიდან" და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან. ავტობუსები გაჩერდება შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის მე-15 კორპუსთან.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 8 და 9 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.
მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო "დიდუბიდან" გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტრო "დელისიდან", თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო "სარაჯიშვილიდან", ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო "ვარკეთილიდან" და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან. ავტობუსები გაჩერდება შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის მე-15 კორპუსთან.
გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მკითხველის კომენტარები
(0)