საზოგადოება
10.08.2016 / 05:08
შრიფტის ზომა:

მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს

მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს. როგორც Ambebi.ge-ს ლომინაძის ძმამ განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა უკეთესია, თუმცა ორივე მათგანს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე ოპერაცია სჭირდება.

"მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ ორივეს სჭირდება რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის გიორგის ფეხებზე. ასევე ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ჯერ არ ვიცით, სად გაუკეთდებათ ოპერაცია და როდის, რადგან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული," - განაცხადა გიორგი ლომინაძის ძმამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, მისი მეუღკე ანანო ბუაძე კი გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის ქუჩები, რომელთა რეაბილიტაცია იგეგმება | Allnews.Ge

თბილისის ქუჩები, რომელთა რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მერია დედაქალაქში რამდენიმე ქუჩის მასშტაბურ რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს პროექტების მონიტორინგი დაავალა.

"იცით, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად მერიამ აქტიურად დაიწყო გზების ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დღეიდან ჩვენ დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ. ეს არის, დაახლოებით, 2 მლ ლარის მომსახურების სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს საკომუნიკაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობას. სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი.

დიდ დიღომში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

სარეაბილიტაციო პროცესი სექტემბრამდე გასტანს და ამავე პერიოდამდე შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სქემაც, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შევუქმნათ და სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხება არ მოხდეს. მინდა დავავალო მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომ მაქსიმალური ყურადღებით და რაც შეიძლება სწრაფად იყოს შესრულებული სამუშაოები,"- განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ გარდა პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციისა, ასევე იწყება ვაკეში, რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც, ასევე მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ბენდელიანმა აღნიშნა, რომ დაიწყება ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარისა და ხიდის მშენებლობაც.

"პარალელურ რეჟიმში იწყება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს არის ზემო და ქვემო ფონიჭალაში მნიშვნელოვანი პროექტი, ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 2 მლ 300 000 ლარია. დაგეგმილია პროექტის წლის ბოლომდე სრულად დასრულება. გარდა ამისა, გლდანის რაიონში მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ღირებულება 8 მლნ ლარია. ამ სამუშაოებს დავასრულებთ მომდევნო წლის ზაფხულში. დღესვე ვიწყებთ სამუშაოების შესრულებას ვაკეში, რამიშვილის ქუჩაძე, რომლის ფარგლებშიც დაგვჭირდება ეტაპობრივად მოძრაობის შეზღუდვა და ამ ყველაფერს საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციაში გავაკეთებთ.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიურები. გარდა ამ ძირითადი სამუშაოებისა, დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.