
თბილისის მერია ცენტრალური გამზირებისა და ესტაკადების გამწვანება-დასუფთავების სამუშაოებს იწყებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაობი გვიან ღამით ან დილით ადრე განხორციელდება და პირველ ეტაპზე, რუსთაველის, მელიქიშვილის, ჭავჭავაძისა და მარშალ გელოვანის გამზირებს მოიცავს.
"პირველ ეტაპზე შეირჩა ცენტრალური გამზირები, სადაც ერთობლივად დაიწყება როგორც გამწვანების, ასევე დეკორატიული ფორმირებისა და მორეცხვის სამუშაოები. ჩვენი ცენტრალური გამზირები ხშირ შემთხვევაში მოუვლელად გამოიყურება. ხშირად არის დაბინძურებული თარგები, სადაც მცენარეებია განთავსებული. ასევე დაბინძურებულია ესტაკადები, სადაც მანქანის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ამრეკლებია განთავსებული. მერის დავალებით ყველა ცენტრალურ გამზირზე აღნიშნული სამუშაოები ოთხშაბათიდან დაიწყება და ღონისძიება მასშტაბური იქნება, რომელსაც მერიას დაქვემდებარებული სამი უწყება განახორციელებს. ეტაპობრივად დავფარავთ მთელ თბილისს. ეს არის კლასგარეშე სამუშაოები გარდა იმ რუტინული სამუშაოსი, რასაც საქალაქო სამსახურები ახორციელებენ. ასევე შევეცდებით, რომ სამუშაოები დილით ადრე ან ღამის საათებში ვაწარმოოთ, რათა გადაადგილების პრობლემა არ შეიქმნას. დავიწყებთ რუსთაველის გამზირით, გადავალთ მელიქიშვილზე, ჭავჭავაძეზე, მარშალ-გელოვანზე და ა.შ", - განაცხადა ბითაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის მერია ცენტრალური გამზირებისა და ესტაკადების გამწვანება-დასუფთავების სამუშაოებს იწყებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაობი გვიან ღამით ან დილით ადრე განხორციელდება და პირველ ეტაპზე, რუსთაველის, მელიქიშვილის, ჭავჭავაძისა და მარშალ გელოვანის გამზირებს მოიცავს.
"პირველ ეტაპზე შეირჩა ცენტრალური გამზირები, სადაც ერთობლივად დაიწყება როგორც გამწვანების, ასევე დეკორატიული ფორმირებისა და მორეცხვის სამუშაოები. ჩვენი ცენტრალური გამზირები ხშირ შემთხვევაში მოუვლელად გამოიყურება. ხშირად არის დაბინძურებული თარგები, სადაც მცენარეებია განთავსებული. ასევე დაბინძურებულია ესტაკადები, სადაც მანქანის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ამრეკლებია განთავსებული. მერის დავალებით ყველა ცენტრალურ გამზირზე აღნიშნული სამუშაოები ოთხშაბათიდან დაიწყება და ღონისძიება მასშტაბური იქნება, რომელსაც მერიას დაქვემდებარებული სამი უწყება განახორციელებს. ეტაპობრივად დავფარავთ მთელ თბილისს. ეს არის კლასგარეშე სამუშაოები გარდა იმ რუტინული სამუშაოსი, რასაც საქალაქო სამსახურები ახორციელებენ. ასევე შევეცდებით, რომ სამუშაოები დილით ადრე ან ღამის საათებში ვაწარმოოთ, რათა გადაადგილების პრობლემა არ შეიქმნას. დავიწყებთ რუსთაველის გამზირით, გადავალთ მელიქიშვილზე, ჭავჭავაძეზე, მარშალ-გელოვანზე და ა.შ", - განაცხადა ბითაძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)