
საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან, თეოდოსიოს პელეგრინისგან.
ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საწყის ეტაპზე ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება ქ. ათენის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კონცენტრირებულია ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამასთან, ქართული მხარე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ხოლო სწავლების პროგრამა დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად.
"აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბერძნულ მხარესთან", -ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსული მედიაჰოლდინგი "გაზპრომ-მედია", რომელსაც НТВ-плюс-ის ბრენდი ეკუთვნის, საქართველოს ფასიან სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. რუსულმა ტელემაუწყებელმა საქართველოში ლიცენზია უკვე მიიღო, წლის ბოლომდე კი კომპანია 30 ათასი აბონენტის მოზიდვას აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.
"გაზპრომ-მედიას" უკვე აქვს თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება ქართულ კომპანია "მედია ჯგუფთან", რომელიც ჰოლდინგის 20-ზე მეტი ტელეარხის ექსკლუზიური დისტრიბუტორია. საზღვარგარეთ ჩვენს მედიაკონტენტზე არსებული დიდი მოთხოვნა ამ პარტნიორობის პოტენციალზე მიუთითებს", - განაცხადა "გაზპრომ-მედიას" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჩერნიშენკომ.
კომპანია "მედია ჯგუფის" გენერალური დირექტორის დავით ნაკაშიძის განცხადებით, НТВ-плюс-ი ძლიერი და ცნობილი ბრენდია, რომელიც ხარისხიან სატელევიზიო პროდუქტს აწარმოებს.
"საქართველოში რუსულ არხებზე და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე მოთხოვნა არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წინადადება საქართველოში აბონენტებს დააინტერესებს", - განაცხადა დავით ნაკაშიძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)