
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირებისა და სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, ის ორშაბათს თბილისში ჩამოდის, რის შემდეგაც გადაწყდება რა ფორმით გაიმართება საპროტესტო აქციები.
მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი გარდაცვლილი შვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ის აცხადებს, რომ სუს-ში არაოფიციალურად აღიარებენ დანაშაულს, თუმცა ამას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ორშაბათს ჩამოვდივარ თბილისში და სხვა საკითხებთან ერთად, აქციებსაც დავგეგმავთ. აქციები აუცილებელია, სხვაგვარად არაფერი გამოდის. აქციებზე მოვითხოვთ სუს-ის ხელმძღვანელ გომელაურიდან დაწყებული, სპეცრაზმელის ჩათვლით, სპეცოპერაციაზე ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას. მოვითხოვთ, თემირლანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და აღიარონ მისი უდანაშაულობა.
თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ჩემი ბავშვი უდანაშაულოა. ამათ რაღაც უბედური შეცდომა ჩაიდინეს, რომლის აღიარებაც არ უნდათ. სუს-ი ისეთი ჩამოყალიბებული სისტემაც არ არის, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს. არაოფიციალურად აღიარებენ შეცდომას, მაგრამ ამას საქვეყნოდ არ იძახიან. ეს დანაშაული არ უნდა ვაპატიოთ, ჩვენი ხალხი ამაზე ძალიან სწუხს. თბილისში ვგეგმავთ აქციებს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა, 2018 წლის 10 იანვარს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირებისა და სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, ის ორშაბათს თბილისში ჩამოდის, რის შემდეგაც გადაწყდება რა ფორმით გაიმართება საპროტესტო აქციები.
მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი გარდაცვლილი შვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ის აცხადებს, რომ სუს-ში არაოფიციალურად აღიარებენ დანაშაულს, თუმცა ამას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
"ორშაბათს ჩამოვდივარ თბილისში და სხვა საკითხებთან ერთად, აქციებსაც დავგეგმავთ. აქციები აუცილებელია, სხვაგვარად არაფერი გამოდის. აქციებზე მოვითხოვთ სუს-ის ხელმძღვანელ გომელაურიდან დაწყებული, სპეცრაზმელის ჩათვლით, სპეცოპერაციაზე ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას. მოვითხოვთ, თემირლანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და აღიარონ მისი უდანაშაულობა.
თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ჩემი ბავშვი უდანაშაულოა. ამათ რაღაც უბედური შეცდომა ჩაიდინეს, რომლის აღიარებაც არ უნდათ. სუს-ი ისეთი ჩამოყალიბებული სისტემაც არ არის, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს. არაოფიციალურად აღიარებენ შეცდომას, მაგრამ ამას საქვეყნოდ არ იძახიან. ეს დანაშაული არ უნდა ვაპატიოთ, ჩვენი ხალხი ამაზე ძალიან სწუხს. თბილისში ვგეგმავთ აქციებს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა, 2018 წლის 10 იანვარს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები
(0)