
აშშ-ის ხელისუფლება პარტნიორებთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს-ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ უკიდურებს შეშფოთებას გამოთქვამს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების გამო, კერძოდ კი, ბელრუსის საკოორდინაციო საბჭოს 3 წევრის, მათ შორის მარია კოლესნიკოვას, გატაცებისა და მათი იძულებით უკრაინაში გაძვების მცდელობის გამო. პომპეოს თქმით, აშშ ბელარუსი ხალხის სიმამაცესა და მშვიდობისკენ სწრაფვას აფასებს. ასევე პატივს სცემს მათ სურვილს ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ იმ პირთა მიმართ, რომლებიც ბელარუსში ადამიანის უფლებებს დარღვევასა და რესპრესიებში არიან ჩართულნი აშშ საქნციების დაწესების საკითხს განიხილავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა ფრედ 12:12 დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ, აფრიკელმა სტუდენტებმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის დეპუტატებმა მიიღეს. მატჩი იმ სტადიონზე ჩატარდა, სადაც ადგილობრივებსა და აფრიკელ სტუდენტებს შორის ინციდენტი მოხდა.
"ყველამ მიიღო მონაწილეობა, როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე ფეხბურთლებმა და სტუდენტებმა. ძალიან მოხარია, რომ ზოგადად სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტული ქვეყანა, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ. ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობრობამ გაიმარჯვა დღეს", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ გულთბილი მასპინძლობა გაუწიოს იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში სასწავლებლად ჩამოვიდა.
"ეს ღონისძიება და კახის ინიციატივა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ამას თავიდანვე მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ძალიან მნიშვნელოვანია კარგი მასპინძლები ვიყოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოში იღებს განათლებას. მე თავად ვსწავლობდი სამი წელი სხვა ქვეყანაში და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია როდესაც კარგად გიღებს ის ქვეყანა, სადაც ცხოვრობ და სწავლობ. აქედან გამომდინარე, ჩვენც ასეთივე გულთბილი მასპინძლობა უნდა დავახვედროთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც საქართველოში იღებენ განათლებას", - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ადგილობრივები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
ამის შედეგ თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოვიდა, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გამართულიყო. ასეთი შეხვედრის ორგანიზებით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს მიმართა. მატჩი გუშინ იმ სტადიონზე გაიმართა, სადაც ინციდენტი მოხდა.
მკითხველის კომენტარები
(0)