ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღესვე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა თემურ ბაქრაძეს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარები
(2)
ვითომ გრანტს გაძლევენ და თავისივე კომპანიაზე კვლევას გიკვეთავენ... ევროპული კორუფციის ნათელი მაგალითი...
მისასალმებელია, რომ ასეთი კვლევა იწყება. თუკი მერიამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტიდან 300 000 ევრო, მაშინ მერიის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლები რას აკეთებენ? ხელფასს რაში იღებენ? მანდამაინც უცხოელებს უნდა გადავუხადოთ? ყოჩაღ ასეთ მიდგომას... საბურთალოს რაიონის გამგეობას, კი ბავშვთა დაზიანებული მოედნების აღდგენისთვის დაფინანსება არ აქვთ თურმე (მაგ. დიდი დიღმის ი.პეტრიწის ქ.#14, 14ა, 12, 16, 16ა კორპუსების შუაში სკვერის მოსაწესრიგებლად)...