განათლება
26.07.2016 / 09:07
შრიფტის ზომა:

ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა

ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა

ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge დღეს განთავსდა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს 12:00 საათიდან ყველა აბიტურიენტს საშუალება აქვს საკუთარი ნაშრომები ნახოს.

აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გაგება მოკლეტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ, ამისთვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93 333, შედეგის მოკლეტექსტური შეტყობინების მიღების საფასური 50 თეთრია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ზოგადი უნარების გამოცდა აბიტურიენტებს 4 ვარიანტად შევთავაზეთ. თითოეული ვარიანტი ჩვენი აბიტურიენტებისთვის საშუალო სირთულის აღმოჩნდა. ვარიანტების სირთულეებს შორის ძალიან მცირე განსხვავებაა. სამ ვარიანტში საშუალო მაჩვენებელი 48%-ია. 2%-ით ნაკლებია ერთ-ერთ - მესამე ვარიანტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადი უნარების მესამე ვარიანტი ოდნავ რთული აღმოჩნდა.

ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ვარიანტში 24 ქულა და მეტი არის გამსვლელი.

პირველ, მეორე და მეოთხე ვარიანტში გამსვლელი ქულა 24 და მეტია. რაც შეეხება მესამე ვარიანტს, გაიგივების პროცედურის შემდეგ აქ გამსვლელი ქულა 23 და მეტი იქნება", - განმარტა მაია მიმინოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა. აღნიშნულ გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დაძლევა დაახლოებით 6 000-მა აბიტურიენტმა ვერ მოახერხა.

"ერთიანი ეროვნული გამოცდები" 1 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა.

მკითხველის კომენტარები
(20)

სამართლიანი
24 აპრილი , 2018 14:04

ძალიან კარგია, რომ იკრძალება, საერთოდ თამბაქოს მოყვანა, რეალიზაცია, მოხმარება უნდა აკრძალონ, რადგან თამბაქო იგივე ნარკოტიკია. ყველანაირ ნარკოტიკს სასტიკი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ, მათ შორის მარიხუანასაც, რომელიც ზოგიერთის აზრით, თურმე "უვნებელია", არადა სიგარეტზე ბევრად დიდი ზიანი მოაქვს. არანაირი მწეველთა უფლებები არ არსებობს, ჩემს სახლში საერთოდ აკრძალული აქვს მოწევა ყველასთვის, მათ შორის სტუმრებისთვის.

ელზა
24 აპრილი , 2018 14:04

მომწონს მიყვარს წესრიგი

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ინფორმაცია მწეველებისთვის: ხვალიდან კაფე-ბარებსა და რესტორნებში მოწევას ვეღარ შეძლებთ | Allnews.Ge

ინფორმაცია მწეველებისთვის: ხვალიდან კაფე-ბარებსა და რესტორნებში მოწევას ვეღარ შეძლებთ

პირველი მაისიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში, რომელიც თამბაქოს მოწევას მთელ რიგ დახურულ დაწესებულებებში მათ შორის კაფე- ბარებსა და რესტორნებში კრძალავს. ვნახოთ დეტალურად, სად აღარ შეგვეძლება თამბაქოს მოწევა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად.

თამბაქოს მოწევა აიკრძალება:

ნებისმიერი დანიშნულების შენობა- ნაგებობში ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გარდა ტაქსისა ადა კატერისა.

საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.

მოწევა იკრძალება ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. მოწევა არ შეგვეძლება სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

სიგარეტის მოწევა დასაშვებია:

ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას თუ ფიზიკური პირი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის.

თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში.

მოწევა ასევე ნებარათული იქნება კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.

სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო.