02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქართულმა ელექტრონულმა მუსიკამ გარკვეული ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე - სერგი გვარჯალაძე | Allnews.Ge

ქართულმა ელექტრონულმა მუსიკამ გარკვეული ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე - სერგი გვარჯალაძე

ქართულმა ელექტრონულმა მუსიკამ გარკვეული ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე და ვფიქრობ, ეს დარგი სერიოზულად გაიზრდება, - ამის შესახებ პროექტ "ღამის ეკონომიკის" განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ დღეს პროექტის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ელექტრონული მუსიკა და მისი სცენა უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. ქართულმა ელექტრონულმა მუსიკამ გარკვეული ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე. მინდა ყველა არტისტს, პროდიუსერს და მუსიკოსს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე ეს საუბარი ვერ შედგებოდა. ეს არის დარგი, რომელიც მუშაობს, აქვს სტრუქტურები, გამოცდილება და მადლობა ყველას ამისთვის", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ და მაგალითად მოიყვანა ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც მისი თქმით, წელს მეათედ ტარდება. გვარჯალაძის თქმით, ძალიან დიდი ინტერესია და ძალიან ბევრი ადამიანს აქვს მონაწილეობის სურვილი.

"ვფიქრობ, ეს სფერო სერიოზულად გაიზრდება. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ვფიქრობთ, ეს გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქალაქებსაც", - აღნიშნა სერგი გვარჯალაძემ.

მან ასევე  "ღამის ეკონომიკის" პროექტზეც ისაუბრა:

"რა არის ღამის ეკონომიკა? ამ კითხვას ძალიან ბევრი ადამიანი გვისვამდა ბოლო ერთი თვის მანძილზე. საღამოს 20:00 საათიდან ქალაქში განსხვავებული ეკონომიკური აქტივობები იწყება და ზოგიერთი სექტორის როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მაგალითად, იზრდება გართობის, დასვენების ღონისძიებები. ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამ პერიოდიდან დილამდე გრძელდება, არის "ღამის ეკონომიკა". ღამის ეკონომიკის კომპონენტები და ასპექტებია - ტრანსპორტი, ხმაურის რეგულირება, რაც საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება ჩვენთვის, უსაფრთხოების დაცვა, კულტურული აქტივობები, უბნების რეგენერაცია, კომუნიკაცია, რის გარეშეც ღამის ეკონომიკა წარმოუდგენელია. ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩვენ შევისწავლეთ ყველა დიდი ქალაქის კონცეფცია და უამრავი კომუნიკაცია გვქონდა მათ წარმომადგენლებთან. ყველა ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, როგორც მოსახლეობასთან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანმია საერთაშორისო კომუნიკაცია", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

სერგი გვარჯალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის განვითარებაში თბილისის მერიის როლი.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით კი, "ღამის ეკონომიკის" განვითარების პროექტის განხორციელებაში მარტო მერია ვერაფერს გახდება და ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა.

"ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, გვინდა, რომ საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ ჩვენს დედაქალაქში. თუმცა ამ პროექტის განხორციელებაში მარტო მერია ვერაფერს გავა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ჩართულობა. როცა ვსაუბრობთ ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, აქ საუბარია, რომ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ამაში ჩართული იქნებიან სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ტურიზმი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება - "ჩვენ აქტიური თანამშრომლობა მოგვიწევს ეკონომიკის სამინისტროსთან, ტურიზმის დეპარტამენტთან. ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში ყოველწლიურად იზრდება და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ტურისტებმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ დედაქალაქში. ჩვენ უნდა შევქმნათ ყველანაირი პირობება ამისთვის, რადგან ერთი ზედმეტად გატარებული დღეც კი არის დამატებითი შემოსავალი დედაქალაქისთვის, ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით მოგვიწევს განსაკუთრებული მუშაობა", - განაცხადა კახა კალაძემ.