
22-23 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში წინა დღეებთან შედარებით, 2 – 3 გრადუსით მოიმატებს და 14–20 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ სააქართველოს ბარში კი ტემპერატურა +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში ღამით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი.