
ბოლო რამდენიმე დღეა, ლარი გამყარებას განაგრძობს, ეკონომისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ გამყარებას საიმედო ეკონომიკური საფუძვლები არა აქვს. პარლამენტარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ ლარის გამყარება დროებითი მოვლენაა.
ზურაბ მელიქიშვილი: "დავიწყოთ იმით, რომ ეკონომიკური მაჩვენებელები, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, ძალზე სავალალოა. ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზი უნდა იყოს ინვესტიციები და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, რაც საქართველოში ძალზე მცირეა. ექსპორტის იანვარ-თებერვლის მონაცემები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამავდროულად არ არის მომატებული ინვესტიციების რაოდენობა და ეკონომიკური ზრდაც არ შეიმჩნევა. ერთადერთი, რაზეც დღევანდელი ხელისუფლება იმედს ამყარებს, ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ბერკეტებია. შემცირებულია ფულის მასა, რომელიც ეკონომიკაში ტრიალებს - დეკემბერთან შედარებით ქართულ ბაზარზე 225 მილიონით ნაკლები თანხა ტრიალებს.
ერთადერთი, რის გამოც ლარი სტაბილურად გამოიყურება, ეკონომიკის შემცირებაა, მაგრამ ამ მდგომარეობის დიდხანს შენარჩუნება რთულია. რა მნიშვნელობა აქვს მარჯვენა ფეხი გეტკინება და ამის გამო ვერ წახვალ წინ, თუ მარცხენა? საბოლოო ჯამში ტკივილი თავისას გაიტანს და შეიძლება კიდეც დაეცე. ამ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის პირობებში ეს არის მომავალი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ელოდება".
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ზურაბ მელიქიშვილის თქმით, იანვარ-თებერვალში მხოლოდ 1,7% იყო ზრდა, ამ პირობებში კი, ქვეყნის განვითარება ვერ მოხერხდება.
"საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, იმისათვის, რომ ექსპორტსა და იმპორტს შორის ბალანსი ოდესმე დადებითი გახდეს, ექსპორტის მაჩვენებლები უნდა გაიზარდოს, საჭიროა მეტი საწარმოს შექმნა და მეტი ხელშეწყობა იმპორტისთვის. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს, როდესაც სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ექსპორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აღინიშნა, აქ ჩნდება კითხვა: არის თუ არა სწორი პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს? ამ სიტუაციაში წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია, ვერც იმას ვიტყვით, როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარება, რადგან სიურპრიზებს მომავალშიც უნდა ველოდეთ", - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ლარის გამყარებაში ლოგიკა არ ჩანს.
"საერთოდ, ნებისმიერ პროცესში გარკვეული ეკონომიკური ლოგიკა უნდა იყოს. ლარის ახლანდელ გამყარებაში კი ლოგიკა არ ჩანს, მაგრამ ერთი რამ უტყუარია: ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს რყევები კარგი არ არის. სამაგიეროდ, ლოგიკა ჩანს იმაში, რომ ჩვენი ლარი ერთგვარად მიბმულია რუბლის კურსზე. იხილეთ გაგრძელება
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ქსელურ მარკეტებში მზა კერძების შეძენა განსაკუთრებით დასაქმებული ადამიანებისთვის საკმაოდ პოპულარულია. მსგავს პროდუქციას მომხმარებელს უკვე არაერთი სუპერმარკეტი სთავაზობს. თუმცა, საინტერესოა, სად მიდის მორჩენილი საკვები, რომელიც მალფუჭებადია და მეორე დღეს მისი მოხმარება აღარ შეიძლება?
აღნიშნული შეკითხვით Allnews.ge-მ რამდენიმე ქსელურ მარკეტს მიმართა.
ჰიპერმარკეტ "გუდვილის" ინფორმაციით, წლების მანძილზე კომპანიამ შეიმუშავა წარმოებული პროდუქციის საათობრივი გეგმა, რაც მორჩენილი მზა საკვების მინიმუმამდე დაყვანას განაპირობებს.
"ჯამში, დღეში შეიძლება 200 ან 500 გრამი საკვები მორჩეს, მორჩენილი საკვები კი კანონმდებლობის შესაბამისად უტილიზდება", - განმარტავენ კომპანიაში.
მორჩენილი მზა პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით ჰიპერმარკეტ "ფრესკოში" კომენტარი არ გააკეთეს, შეკითხვაზე არც "კარფურმა" გვიპასუხა.
რაც შეეხება შედარებით მცირე ზომის მარკეტებს, მაგალითად "სპარის" ქსელში განმარტეს, რომ მათ მიერ შემუშავებული ფასდაკლების სპეციალური სქემის მეშვეობით დღის ბოლოს მორჩენილი მზა საკვები ძალიან მცირეა, რომელიც ფერმერებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადაეცემათ და ისინი შესაბამისად იყენებენ.
როგორც allnews.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 2018 წლის 1 იანვრიდან დაახლოებით აპრილის ბოლომდე თბილისის მაღაზიებში 149 743.969 ლარის მზა საკვები განადგურდა, საქართველოს მასშტაბით კი 188 239.283 ლარის.
რაც შეეხება 2017 წელს თბილისში მდებარე მაღაზიებმა 254 817.805 ლარის ღირებულების ჩამოწერილი მზა საკვები გაანადგურეს, საქართველოს მასშტაბით კი 483 822.6906 ლარის. მზა საკვების დასახელება ასეთია: ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი, ფუნთუშა, პიცა, აჩმა, კატლეტი, ქათმის სალათი, კარტოფილის პიურე, შემწვარი კარტოფილი, კომბოსტოს სალათი, "ოლივიე" და ბოსტნეულის სალათი.
როგორია ამ მიმართულებით უცხოეთის პრაქტიკა?
მაშინ, როდესაც დედამიწაზე მილიონობით ადამიანი შიმშილობს, უცხოურ გამოცემებში ამ საკითხზე გამოქვეყნებული სტატიების ავტორები თანხმდებიან, რომ დიდი რაოდენობით საკვების განადგურების პრობლემა განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა მოაგვარონ. ზოგი მათგანი გამოსავალს რეგულაციების დაწესებაში ხედავს, ზოგი კი კერძო კომპანიების კეთილ ნებაში.
მაგალითად, საფრანგეთში 2015 წელს სუპერმარკეტების ქსელმა Intermarche-მა დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შედარებით დაბალხარისხიანი პროდუქციის შესყიდვისკენ მოუწოდებდა. 2016 წელს კი საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საკვების განადგურების საწინააღმდეგოდ რეგულაცია მიიღო. ამ რეგულაციის თანახმად, სუპერმარკეტებს მორჩენილი საკვების გადაყრა ან განადგურება ეკრძალებათ. კერძოდ, სუპერმარკეტებმა მორჩენილი საკვებით ან ცხოველები უნდა მოამარაგონ ან ის ქველმოქმედებაში გამოიყენონ.
ავსტრალიაში კი მსგავსი კანონი არ მოქმედებს, თუმცა, სუპერმარკეტების ნაწილი თავისივე ინიციატივით მონაწილეობს საქველმოქმედო კამპანიებში და მორჩენილ საკვებს სხვადასხვა ორგანიზაციებს შეთანხმების საფუძველზე აწვდის. მიუხედავად ამისა, ავტრალიელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკვების დიდი რაოდენობით განადგურების თავიდან ასაცილებლად რეგულაციების დაწესება აუცილებელია.
საკვების გადაყრის პრობლემა აშშ-შიც დგას. როგორც გამოცემა The Guardian-ი რამდენიმე წლის წინ წერდა, "ამერიკელები იმაზე მეტ საკვებს ყრიან, ვიდრე მიირთმევენ". ამერიკელები დღეში 150 000 ტონა საკვებს ყრიან, რაც აშშ-ში მცხოვრებ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ნახევარი კილოგრამია.
მკითხველის კომენტარები
(1)
უპილოტო ტრამვაი თბილისში ჯერ კიდევ 1920-იან წლებში იყო. ვატმანი მართავდა.