14 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
23.04.2018 / 12:04
შრიფტის ზომა:

თბილისის მეტროს 300-მდე თანამშრომელი გაფიცვას გეგმავს

თბილისის მეტროპოლიტენის 300-მდე თანამშრომელი, რომელთა ძირითად ნაწილსაც მემანქანეები წარმოადგენს, შესაძლოა, გაიფიცოს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ განუცხადა.

სწორედ აღნიშნული კავშირის წევრები არიან ის თანამშრომლები, რომლებიც ხელფასის გაზრდის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაფიცვას გეგმავენ.

"ჩვენი მოთხოვნაა, ხელფასის 45%-ის მომატება, ეს იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში თითოეულმა ჩვენგანმა განიცადა. კერძოდ, რა ზარალიც დოლარის კურსის მატებამ გამოიწვია. თუ შეთანხმდება არ მოხდა, გადავალთ რადიკალურ ქმედებაზე. ჩვენ თუ შევხედავთ, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია, შევიტანთ განცხადებას იმის თაობაზე, როდის დაიწყება გაფიცვა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ეს პრობლემები, რასაც ჩვენ ვაყენებთ, მთლიანი მეტროპოლიტენის თანამშრომელთა პრობლემებია. ეს გაფიცვა ახლა არ დაწყებულა, ეს არის 2016 წლიდან დაწყებული პროცესი, მაშინ 3 საკითხი გვქონდა დასმული, ერთ-ერთი იყო ხელფასის მომატება, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ დავთმეთ პოზიციები. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით მაშინ იმიტომ დავთმეთ, რომ ჩაიწერა ასეთი პუნქტი შეთანხმებისას, რომ 2017 წელს უნდა მომხდარიყო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, მთელი ორი წელი გამოვიყენეთ დიალოგის რეჟიმში, მაგრამ ხელფასთან მიმართებაში შედეგი არ დადგა და ახლა ასეთ სიტუაციაში ვართ, რომ საგაფიცო პერიოდში ვიმყოფებით," - განმარტა რატი კაპანაძემ.

მისი ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მისი თქმით, პოზიციების შეჯერება ჯერჯერობით ვერ მოხდა.

მკითხველის კომენტარები
(5)

ნანა
25 აპრილი , 2018 11:04

პატივს ვცემ მათ, მაგრამ ყოველ წელს ხელფასის მატება რა ამბავია? მასე ყველა მოითხოვს, ვინც უმუშევარია, მათ რა უნდა მოითხოვო ყოველ წელს?

მმ
25 აპრილი , 2018 06:04

რამდენია ხელფასი?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის მეტროს 300-მდე თანამშრომელი გაფიცვას გეგმავს | Allnews.Ge