განათლება
04.08.2018 / 10:08
შრიფტის ზომა:

რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკ გამოცდაში - შედეგები ცნობილია

რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკ გამოცდაში - შედეგები ცნობილია

პირველადი მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში 6%-მა ვერ გადალახა ზღვარი. გეოგრაფიის გამოცდაში, სადაც ორი ვარიანტი დაიწერა, ერთ ვარიანში ზღვარი ვერ გადალახა 10%-მა, ხოლო მეორე ვარიანტში ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა აბიტურიენტთა 16%-მა. რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ამ საგანში აბიტურიენტთა 80%-მა გადალახა ზღვარი, -ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ეს არის პირველადი მონაცემები, რომელიც აუცილებლად შეიცვლება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"დღეს შედეგები გამოცხადდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკასა და გეოგრაფიაში. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაწერა დაახლებით 35 000-მა აბიტურიენტმა, გეოგრაფია დაწერა 12 000-მდე აბიტურიენტმა, ხოლო 20 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაწერა მათემატიკის გამოცდა. ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ ეს არის პირველადი შედეგი, შესაბამისად, რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ან ვერ გადალახა ზღვარი, ეს მონაცემები შეიცვლება აპელაციის შემდეგ. თუმცა, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ქართულში დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა ზღვარი. რაც შეეხება მათემატიკას, შარშანდელთან შედარებით აბიტურიენტებს უფრო გაუადვილდათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, აქ 80%-მდე აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი. რაც შეეხება გეოგრაფიას, აქ, ერთ ვარიანტში ზღვარი ვერ გადალახა დაახლოებით 10 %-მა, ხოლო მეორე ვარიანტში - 16%-მა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება ეტაპობრივად გაგრძელდება. ორშაბათიდან კი ზოგიერთი არჩევითი საგნების შედეგები გამოცხადდება", - განაცხადა ივა მინდაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე გამოქვეყნდა ასევე უცხო ენებისა და უნარ-ჩვევების გამოცდების შედეგები.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენად ხშირია შშმ პირების მიერ მართვის მოწმობის აღების ფაქტები საქართველოში? | Allnews.Ge

რამდენად ხშირია შშმ პირების მიერ მართვის მოწმობის აღების ფაქტები საქართველოში?

2017 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე 193 მართვის მოწმობა გაიცა - აღნიშნულ ინფორმაცია IDFI-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრეცელბული ანგარიშის თანახმად, შშმ პირებზე ყველაზე ნაკლები მართვის მოწმობა 2013 წელს გაიცა და მათი საერთო რაოდენობა 18 შეადგენდა. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მართვის მოწმობების გაცემა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2014 წელს შშმ პირებზე 141 მართვის მოწობა გაიცა, 2015 წელს - 93, 2016 წელს კი 105.

"შშმ პირების სატრანსპორტო საშუალებებზე გაცემული საცნობი ნიშნებისა და მართვის მოწმობების ზრდის ტენდენცია კიდევ უფრო მეტ მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს საზოგადოებას, თავი შეიკავოს შშმ პირებისთვის განსზღვრული პარკირების ადგილით სარგებლობისგან"- ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს შშმ პირების სატრანსპორტო საშუალებებზე გაცემული საცნობი ნიშნების რაოდენობამ 270 შეადგინა, 2016 წელს - 219, 2015 წელს - 127, 2014 წელს 101 და 2013 წელს კი 106.