02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
24.04.2018 / 13:04
შრიფტის ზომა:

5 რესტორანი სიღნაღში, რომლებსაც დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სიღნაღში ხუთ საზოგადოებრივი კვების ობიექტს დაფიქსირებული კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოწმებული საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან ხუთში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები - არასათანადო რეცხვა-დეზინფიცირება, გამწოვი სისტემების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რის გამოც ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ"- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, ობიექტებს "ფიროსმანი", "მარანი" და "ძველი სიღნაღი" უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ხოლო "ბურჯს" და "ტერასა სიღნაღს" დღეისათვის კვლავ შეჩერებული აქვთ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა სოფელ ყარაჯალაში არსებულ ხორცის სარეალიზაციო ბაზარში - შპს "ფალავანი", რის გამოც ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების და რეალიზატორების შემოწმებაც.

სააგენტოს ინსპექტორებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია შპს "ნობეკოს" სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

5 რესტორანი სიღნაღში, რომლებსაც დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა | Allnews.Ge