18 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გამოკითხული მოსახლეობის 42% აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო | Allnews.Ge

გამოკითხული მოსახლეობის 42% აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, აპრილში გამოკითხული მოსახლეობის 42% აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო.

კითხვაზე, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი, აპრილში გამოკითხული მოსახლეობის 48% აცხადებს, რომ კარგი მოვლენა იყო, ხოლო 10% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

როგორც "ეროვნულ-დემოკრატიულ" ინსტიტუტში განმარტავენ, თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ სსრკ-ის დაშლა კარგი მოვლენა იყო, არსებობს დიდი ალბათობა (დაახლოებით 75%) იმისა, რომ ეს ადამიანი მხარს უჭერდეს ქვეყნის გაერთიანებას ევროკავშირში.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.