საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა - ახალი დემოგრაფიული მონაცემები
2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729.6 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
საქსტატის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის), რამაც 471 კაცი შეადგინა.
საქართველოს მოსახლეობის 58.3 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია.