23 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
01.05.2018 / 11:05
შრიფტის ზომა:

წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია სრულდება - გზის მონაკვეთი სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება

წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია სრულდება. როგორც დედაქალაქის მერია იტყობინება, თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. გზის რეაბილიტაცია ორ ნაწილად განხორციელდა: წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია, ასევე, წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩატარებული.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ჩვენ გვახსოვს, თუ რამდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა 13 ივნისს, როდესაც მთის მასა მოწყდა. თქვენ ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული, გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები. დაახლოებით 26 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ძალიან მალე გზის საფარი და ყველა სხვა სამუშაო იქნება დასრულებული და სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება ეს მონაკვეთი", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 28.5 მილიონი ლარია.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია სრულდება - გზის მონაკვეთი სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება | Allnews.Ge