
ქობულეთში 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა. შემეთხვევა გვიან ღამით მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ს აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ ორი დღის წინ ბავშვი საბავშვო ბაღში შეუძლოდ გახდა და იგი კლინიკაში მოათავსეს, მეორე დღეს კი ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ სახლში გაწერეს.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე ამბობს, მოზარდი გუშინ დღის მეორე ნახევარში ისევ შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში მიყვანისთანავე კი გარდაიცვალა.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, წელს აჭარაში მენინგოკოქცეემით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
მენინგოკოქცემია - რა სიმპტომები ახასიათებს მას და როდის უნდა ავცრათ ბავშვები?