"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დარღვევისთვის 3 მოქალაქე დაჯარიმდა
"თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მიმდინარე წლის 1 მაისის 07:00 საათიდან 2 მაისის 07:00 საათამდე, აღნიშნული კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციაში სულ 12 შეტყობინება შემოვიდა.
ამის შესახებ Allnews.ge-ს ინფორმაცია შსს-მ მიაწოდა.
საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა, გაფორმდა 3 საჯარიმო ოქმი და დაჯარიმდა 3 მოქალაქე. 12 შეტყობინებიდან კი კანონდარღვევის 9 ფაქტი არ დადასტურდა.