27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
03.05.2018 / 08:05
შრიფტის ზომა:

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აქვს წარდგენილი, ნაფიცი მსაჯულების მიერ განსჯად დანაშაულებს განეკუთვნება. საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ რომ განიხილოს, თავად ბრალდებულის თანხმობაა საჭირო.

როგორც "ინტეპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განუცხადა, ამ საკითხზე ვეფხია ბაქრაძეს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.

"ზოგადად კი ვისაუბრეთ ამ საკითხზე, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მიუღია", - განაცხადა მარსაგიშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ | Allnews.Ge